workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გერმანელი მწვრთნელების ვარიანტებს განიხილავს

ბარსელონა გერმანელი მწვრთნელების ვარიანტებს განიხილავს

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რონალდ კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

ნიდერლანდელის შეცვლის მთავარ კანდიდატებად ანდრეა პირლო, ჩავი ერნანდესი და რობერტ მარტინესი სახელდებიან. ახლა კი Mundo Deportivo იტყობინება, რომ კატალონიური კლუბი გერმანელი მწვრთნელების ვარიანტებსაც განიხილავს.

კერძოდ, ჟოან ლაპორტას “ჩელსის” თავკაცის, თომას ტუხელის ვარიანტი მოსწონს ყველაზე მეტად, მაგრამ მისი კონტრაქტი 2024 წლამდე მოქმედებს. იგივეა “ლივერპულის” თავკაცის, იურგენ კლოპის შემთხვევაშიც.

წყაროს ცნობით, “ბარსელონას” საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რალფ რანგნიკი იდეალური “ხიდი” იქნებოდა 2022 წლამდე, ვიდრე “ლურჯ-ბროწეულისფერები” ტუხელის ან კლოპის მოყვანას შეეცდებიან. რანგნიკი ამჟამად, მოსკოვის “ლოკომოტივში”, სპორტული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. აქამდე მას სხვადასხვა გერმანული კლუბები გაუწვრთნია, ბოლოს კი ის “ლაიფციგს” წვრთნიდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 01 ოქტ 2021, 15:30

    მე ვატყობ ეს მწვრთნელის ძებნა კიდევ კაი ხანს გაგრძელდება და მწერლებსაც საწერათ (თუნდაც ჭორების), კაი დრო მიეცემათ. ადვილია დღეს წერ რო კლოპი მოდის და ხვალ, რომ თურმე კლოპი არ აპირებს მოსვლას. და ასე შემდეგ.

  • Bakero
    schedule 01 ოქტ 2021, 14:31

    რა რანგნიკი და მოსკოვის ლოკომოტივი კაცო ! rage rage მართლა ნებისმიერი გერმანელი კი არ გვინდა ! joy joy joy მასე ლიოვიც გერმანელია თან ისეთი ბექგრაუნდით ეგ რანგნიკია თუ ბრანგნიკი ათჯერ რომ დაიბადოს მწვრთნელად ლიოვთან ახლოს ვერ მივა! მაგრამ გვინდა ეხლა ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ლიოვი ? joy joy joy …..სამწუხაროდ ამ გერმანელებიდან (კლოპი, ტუხელი , ფლიკი , ნაგელსმანი) ეხლა ვერავინ ვერ მოვა confused confused ამიტომ შროიდერ/ლარსონზე უკეთეს ვარიანტს სეზონის ბოლომდე მე პირადად ვერ ვხედავ სეზონის ბოლოს კიდევ ვნახოთ რისი ერთი ადგილი აქვს ლაპორტას (თუ უკვე ბართომეუ 2-ს rage )

  • xavi73
    schedule 01 ოქტ 2021, 11:01

    აბა რაა , ამათგან ნებისმიერი ჯობს ყველას დანარჩენს რაც აქამდე თქმულა.)

  • Pirat❤️💙
    schedule 01 ოქტ 2021, 11:01

    კლოპი დახატავდა ბარსას დემბელესაც აათამაშებდა

  • La Pulga10
    schedule 01 ოქტ 2021, 10:51

    რა რაგნიკი?რა 2022 ში უნდათ კლოპის ან ტუხელის მოყვანა?სად ბანაობთ.კლოპმა შესვენება მინდაო თქვა,ისევე როგორც პეპმა.ტუხელი კიდე აწყობილი გუნდისან არ წავა.

  • frenkie dejong21
    schedule 01 ოქტ 2021, 10:43

    რა ტყუალდ ხარჯავენ ახლა დროს რომელი მოუვა ახლა
    კლოპი ლივერპულს ახლა არ მიატოვებს ტუხელი ხო საერთოდ საათივითაყავს გუნდი აწყობილი და მაქიდან წამომსველილი კაი ხანია არაა მითუმეტეს ახლა

  • EL MAESTRO 6
    schedule 01 ოქტ 2021, 10:34

    კლოპი ძაან მაგარი ვინმეა.. შეუძლია არაფრისგან შექმნას გუნდი და ფერმერები მსოფლიო კლასის ფეხბურთელებად აქციოს, რაც უკვე დაამტკიცა მაგრამ, ამას ვინ გამოუშვებს ჩვენთან

  • Giorga
    schedule 01 ოქტ 2021, 10:20

    Girs amis moyvana ro?? Ravari tipia?