“ჩივასთან” მატჩამდე “ბარსელონას” ფეხბურთელებმა Sun Life სტადიონზე ივარჯიშეს.
ვაშინგტონის მსგავსად, მატჩის წინ გამართულ ვარჯიშს უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. საერთო ჯამში მათი რიცხვი დაახლოებით 2,500–ს შეადგენდა. მათ შორის იყვნენ Miami Dolphins (სტადიონის მფლობელები) და მსოფლიო ფეხბურთის გამოწვევა 2011–ის ორგანიზატორები.
მაყურებელთა შორის გამოჩნდა ფეხბურთის ერთ–ერთი ლეგენდა – პაოლო მალდინი. იტალიის ნაკრების ექს–ფეხბურთელმა თვალი ადევნა ვარჯიშს, გაესაუბრა გვარდიოლას და მიესალმა ფეხბურთელებს.განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ პაოლო მალდინსა და “ბარსელონას” კაპიტანს, კარლეს პუიოლს. “ბარსას” კაპიტნისთვის “მილანის” ყოფილი მცველი ფეხბურთელის იდეალია.
საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის 19 წლამდე ასაკის ნაკრების წევრებმა, ჟერარდ დეულფუმ და სერხი გომესმა, რომლებიც კატალონიურ გუნდს მაიამში დღეს შეუერთდნენ.










