workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 სექტემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 სექტემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 სექტემბერს მოხდა.

თამაშები

27 სექტემბერს “ბარსელონამ” 18 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1906 წელი

დაიბადა ენრიკ მასი, “ბარსელონას” 1920-30-იანი წლების მცველი. მან კლუბის მაისურით 176 მატჩი ჩაატარა და პირველი ლა ლიგის, 1928/29 წლების ჩემპიონი გახდა.

1920 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი არგენტინელი ნახევარმცველი მარკოს აურელიო დი პაულო. მან “ბლაუგრანაში” 1949-51 წლებში ითამაშა და 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი, 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) და 1 ლათინური თასი მოიგო. დი პაულო ლა ლიგაში “ბარსელონას” მე-1000 გოლის ავტორია.

1942 წელი

“ბარსელონამ” სეზონი მადრიდში “რეალ მადრიდთან” 0-3 წაგებით დაიწყო.

1956 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი შოტლანდიელი თავდამსხმელი სტივ არჩიბალდი. 1984-1987 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 78 თამაში ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. არჩიბალდმა კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი და 1 ესპანეთის ლიგის თასი მოიგო.

1959 წელი

ელენიო ერერას “ბარსელონამ” ლა ლიგაში “ოსასუნა” 6-0 გაანადგურა. ევარისტომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ეულოხიო მარტინესმა დუბლი გაიფორმა, კიდევ ერთი გოლი კი ჟოან სეგარამ გაიტანა.

2005 წელი

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 150-ე თამაში ჩაატარა. “უდინეზესთან” 4-1 მოგება ამ ტურნირზე 50-ე თამაში იყო კარლეს პუიოლისთვის. ამ შეხვედრაში გოლები რონალდინიომ (3) და დეკუმ გაიტანეს.

2011 წელი

გარდაიცვალა ხესუს მარია “ჩუს” პერედა, 1960-იანი წლების “ბარსელონას” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი. მან კლუბში 316 მატჩი ჩაატარა, 114 გოლი გაიტანა და მოიგო ორი ესპანეთის თასი და ბაზრობათა თასი.

2014 წელი

“ბარსელონამ” “გრანადა” “კამპ ნოუზე” 6-0 გაანადგურა. ნეიმარმა “ბარსაში” პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა, მესიმ კი კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა, ჩავიმ კი ლა ლიგაში მე-300 გამარჯვება იზეიმა.

2020 წელი

ლა ლიგაში “ვილიარეალთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” შემადგენლობაში პედრის, მირალემ პიანიჩის, ფრანსიშკუ ტრინკაუსა და მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანის ოფიციალური დებიუტი შედგა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 27 სექ 2021, 12:39

    2020 წელი
    ლა ლიგაში "ვილიარეალთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" შემადგენლობაში პედრის, პიანიჩის, ტრინკაუსა და მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანის ოფიციალური დებიუტი შედგა.
    არ მახსოვდა, მაგრა კი დაუწყია ტრენერობა.

  • me da barca
    schedule 27 სექ 2021, 11:11

    ბარსა არა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ცუდი დღეა. 😭