“ბარსელონა” კანარის კუნძულებიდან, პედრის შემდეგ, კიდევ ერთი მარგალიტის ხელში ჩაგდებას ცდილობს. საუბარია “ლას პალმასის” 17 წლის ნახევარმცველზე, ალბერტო მოლეიროზე.
ახალგაზრდა ტალანტი ლა ლიგა 2-ის სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, პეპე მელი მას ნდობას უცხადებს და სათამაშო დროს აძლევს.
მოლეიროს განვითარებას მრავალი ევროპული გუნდი აკვირდება. “ბარსას” სკაუტები კი მის თამაშს თვალს ცოცხლად ადევნებდნენ.
ესპანელი ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს, ფიზიკურად ძლიერია და “ბლაუგრანას” სტილისგან ცოტათი განსხვავებული ტიპის მოთამაშეა. მან ლა ლიგა 2-ის მეხუთე ტურში, “იბიცას” წინააღმდეგ სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ეს "პატარა პედრია"?
გრიზმანით,სამაგიერო გადაუხადეს ატლეტიკოს,სუარესის გამო.🤣🤣🤣
კუმანისთვის ახალ სათამაშოს ეძებენ, მონას უფრო სწორად😂
თუ ჯანზეა მოიყვანონ 😂
გრიზმანის გაშვების გამო ლაპორტას აკრიტიკებდნენ. ატლეტიკოში ჰო დაწყვიტა კარის ბადეები. მაგ ადამიანს ეზარება ფეხბურთის თამაში, ვერც ატლეში იზამს ვერაფერს და ვერსად
პედრის გავს სახეზე