Mundo Deportivo-ს ცნობით, რობერტო მარტინესისა და ჩავი ერნანდესის კანდიდატურებს შორის ფავორიტი “ბარსას” ლეგენდარული ნახევარმცველი გახდა.
თავდაპირველად, ჟოან ლაპორტა უპირატესობას მარტინესს ანიჭებდა და მიიჩნევდა, რომ ჩავის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს, ახლა კი აპირებს, რომ გუნდი მას ჩააბაროს, თუ ამ გადაწყვეტილებას დირექტორთა საბჭოს წევრები სწორად ჩათვლიან. ამას კატალონიური Sport წერს.
“ბარსას” ორივე კანდიდატთან კონტაქტი უკვე ჰქონდა და მათგან თანხმობა მიღებული აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
რაც შეეხება ახალგაზრდული გუნდის ყოფილ მწვრთნელ ოსკარ გარსიას, რომელთან დაკავშირებითაც ფრანგულ პრესაში ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, კატალონიური გამოცემები ჯერჯერობით არ ახსენებენ.




ჩავის გუნდის ბოლო თამაში.
კაცი რომელიც არაბებს ათამაშებს ტიკი-ტაკას, დე იონგი, პედრი და პუჩი რატო ვერ უნდა ათამაშოს ვითომ
მეც მაგას ვიძახი და დარწმუნებული ვარ ამათ, რომ ვეთამაშოთ, წავაგებთ.
რომ წერთ ჩავის დრო უნდაო ვინც არ უნდა მოვიდეს ნებისმიერი იმას რა დიდი დრო არ დასჭირდება?
(ამ გუნდით) რა პირობებზე თანხმდებიან ეგ არის მნიშვნელოვანი ! ეხლა თუ ლაპორტას შედეგი უნდა სასწრაფოდ მაშინ არაფერი არ გამოვა არც ჩავის და არც სხვას ! რამდენი ხანი მიზანმიმართულად აქცევდნენ კლუბს
ეხლა 2 სეზონში შედეგს ვერავინ ვერ დადებს რამდენად შეძლებს 0 -დან გუნდის აწყობას ეგ კიდევ არავინ არ იცის ეგ რისკი კიდევ ნებისმიერ მწვრთნელთან არსებობს ვინც არ უნდა მოვიდეს
სადაც კუმანს მე-2 სეზონი მიეცა, იქ ჩავის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ახალი გუნდი ააწყოს და შეათამაშოს
ერთი ჯადოსნური ჯოხის აქნევით საქმე არ კეთდება
მოიყვამეთ დროზე
ჩავის უნდა ნდობა, დრო, პრესეზონი ვერ გაიარა გუნდთან, სანამ გაიცნობს მოთამაშეებს, სანამ იდეებს გადმოიტანს, დრო უნდა დიდი. ეს სეზონი მინიმუმ. და ფეთიანი ლაპორტა ვის რას აცლის, წარუმატებლობა ხო უნდა გადააბრალოს ვინმეს. აბა ხო არ იტყვის სლე ვარო. ნახევარი გუნდი გავუშვი და ვერავინ მოვიყვანეო. ჩავის კანდიდატურას ვემხრობი ოღონთ მინიმუმ 3 წლით
რა სიმბოლურია, რო კუმანმა თავის ბოლო თამაშებს ტრიბუნიდან უნდა უყუროს. ვერ მოესწრება ვითომ მოყვანა, თუ ისევ საბუთებში აერევათ ხელმოწერები.
ხავი ხანგრძლივი პროექტის გარეშე არ დათანხმდება გუნდში მოსვლას, ეს ლაპორტამაც კარგად იცის, მინიმუმ სამ წელს მოითხოვს.
ხავი მწვრთნელად , პუი ასისტენტად , ინიესტა ლა მასიას დირექტორად ან მწვრთნელად , შემდეგ არჩევნებზე პიკე პრეზიდენტად და კარიერადასრულებული მესი ბარსელონას სიმბოლოდ რამე თანამდებობაზე . პერეს ინფარქტი გარანტირებული აქვს .
ძალიან კარგი, მივესალმები ხავის მოსვლას ! ეს და შემდეგი სეზონი ალბათ დიდს ვერაფერს ვერ მიაღწევს შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ახალგაზრდა ბიჭებს სწორ გზაზე დააყენებს და ორ წელიწადში პედრი დეიონგი პუჩი სუპერ ტრიო იქნება და ზამენაზეც გავი და ნიკო სუპერ ტალანტების სახელით ისხდებიან. აი დემირის ნამდვილად არ მეიმედება, კაცს ვერ გაცდა ვერცერთხელ ამდენი შანსიდან. ძალიან უაზრობა ქნეს კონრად დე ლა ფუენტე რო გაუშვეს, ამ ხეიონგზე და დემირზე მეტს მაინც გააკეთებდა.
ხავის მოსვლა ამ ეტაპზე არ გაამართლებს იმიტომ რომ ფეხბურთელები ცალკე აღებულიც დაბალი დონის გვყავს და უკეთეს შედეგს რომ ვერ დადებენ ამას ხავი შეეწირება. ჯობია 2 წელი განწირულები ვიყოთ ცუდი შედეგებისთვის და თუ დალაგდა გუნდი მერე მოვიდეს ხავი. არ მგონია ხავიმ გუნდი შეკრას და რაღაც სერიოზული რევოლუცია მოახდინოს მითუმეტეს დაწყებული სეზონიდან. ცოტა უცნაური მოსაზრებაა მაგრამ ასე ვფიქრობ.
ჩავის გუნდის ბოლო თამაში.
კაცი რომელიც არაბებს ათამაშებს ტიკი-ტაკას, დე იონგი, პედრი და პუჩი რატო ვერ უნდა ათამაშოს ვითომ
წესით ათამაშებს კიდეც , მარა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს რო დადებს შედეგს მაგ ტაქტიკით? სად ყატარის ჩემპიონატის დონე და დაცვის სიმჭიდროვე და სად ლა ლიგის ან თუნდაც ჩ.ლიგის.
მიდი მალე შე მართლა ჩემა მუხტი და ქარიზმააა … ❤
https://m.youtube.com/watch?v=gcH7pCcpj2I
ჩავის გუნდის ბოლო თამაში.
კაცი რომელიც არაბებს ათამაშებს ტიკი-ტაკას, დე იონგი, პედრი და პუჩი რატო ვერ უნდა ათამაშოს ვითომ
ოო აი პუიოლი შეავსებდა ძაან მაგრა, ცოტა სისხლი აკლია ხავის, შორიდან ესე ჩანს
აბა ლაპორტამ ახლა გააკეთოს სწორი არჩევანი და მოიყვანოს ჩავი.. ვინც ამბობთ რომ ეგრე ლამპარდმა და პირლომ ვერ გაამართლესო იმას ვიტყვო რომ ჩავი ფეხბურთელობისას იყო მაგათზე და სხვა ბევრ მწვრთნელაზე ჭკვიანი ყოველთვის განიხინავდა ტაქტიკებს გვარდიოლასთან და ნაკრებშიც შემადგენლობის დაყენებაშიც კი იღებდა მონაწილეობას.. მოკლედ ამან თუ გაამართლა გუარდიოლაზე უკეთესი მწვრთნელი იქნება
ოპა ოპა ეს,რომ მოვა სიხრულის ცრემლებით ვიტირებ.ჩავი და ასისტენტად ინიესტა,თუ არადა პუიოლიშე.მუხტი გარანტირებული იქნება და გამარჯვებულის ფსიქოლოგია გვექნება.
საუკეთესო ვარიანტია ხავი
დროზე ქნას ამ გამოშტერებულმა ლაპორტამ რაღას ზლოზინობს
Esec ase didi albatobit male mova xavindro