workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ქალების გუნდის მაისურების მამაკაცების ვერსიის გაყიდვა დაიწყო

ბარსელონამ ქალების გუნდის მაისურების მამაკაცების ვერსიის გაყიდვა დაიწყო

“ბარსელონამ” ქალების გუნდის მაისურების მამაკაცების ვერსიის გაყიდვა დაიწყო.

“ბლაუგრანას” მამაკაცებისა და ქალების გუნდებს სხვადასხვა სპონსორი ჰყავს – Rakuten და Stanley. შესაბამისად, განსხვავდება ფორმებიც. სქესის მიხედვით განსხვავებულია საფეხბურთო გუნდების მაისურების მოყვანილობა და ზომებიც. აქამდე “ბარსელონა” მამაკაცების გუნდის ფორმებს ყიდდა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის, ხოლო ქალების გუნდის ფორმებს ყიდდა მხოლოდ ქალებისთვის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გულშემატკივართა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და კლუბმა ქალების გუნდის ფორმების მამაკაცების ვერსიის გაყიდვა დაიწყო. ამ ეტაპზე “ბარსელონას” ონლაინ მაღაზიაში ხელმისაწვდომია გუნდის საშინაო ფორმები, მალე კი ისინი ფიზიკურ მაღაზიებშიც გაიყიდება. ქალების ფორმა, ისევე, როგორც მამაკაცების ფორმა, 90 ევრო ღირს.

“ბარსელონას” ოფიციალური განცხადების თანახმად მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი გენდერული თანასწორობაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 23 სექ 2021, 10:02
    #6

    მოკლედ ეს გენდერული თავისუფლება უკვე სადაც არის თუ არ არის საჭირო ყველგან ტენიან. რა შუაშია გენდერული თანასწორობა? კაცი რო ქალის ფორმას ჩაიცვამს? თუ ქალების თამაშზე კაცის ფორმით რო მიხვიდე ვერ გაიგებენ ვისი ფანი ხარ?

  • Maradona
    schedule 23 სექ 2021, 09:50
    #5

    მე მაინც მერჩივნა ქალების კაცი ვერსიები გამოეშვათ, იქნებ ლიგა მაინც მოგვეგო,
    მარა იყოს მაისურებიც ფულს მაინც იშოვიან.

  • Clever liar
    schedule 23 სექ 2021, 00:32
    #4

    აწი ქალების მაისურს თუ ვიყიდი კლუბის პატივის ნიშნად თორე კაცების აქეთ რო მაჩუქონ რა სირად მინდა 😀

    ციტატა: MeMpiS..
    გუნდი თუ არა კარგი სამკერვალო მაინც გამოგვივა


    :DDDDD +1

  • me da barca
    schedule 23 სექ 2021, 00:16
    #3

    ჩემი ახლობელი ქალი მიფრინავს ბარსელონაში და ვიფიქრე მაისურის ჩამოტანა ხომ არ ვთხოვოთქო, მაგრამ ფასი რომ გავიგე გადავიფიქრე და რამე სუვენირის ჩამოტანა ვთხოვე. როგორ გინდა 90 ევროიანი მაისური თხოვო, ეს 300 ლარზე მეტია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 სექ 2021, 22:46
    #2

    ახლა მამაკაცების გუნდის მაისურის ქალების ვერსიაც უნდა გამოუშვან მერე იგი ჩემპიონთა ლიგაზეც და პლიუს ჩემპიონთა ლიგის გასვლითი ფორმა ცალკე დაამატონ.. გუნდი თუ არა კარგი სამკერვალო მაინც გამოგვივა🤣🤣

  • C.PC5
    schedule 22 სექ 2021, 22:38
    #1

    სათაური რომ გაიგო უნარებში უმაღლესი უნდა გქონდეს აღებული. ავტორს არაფერს ვერჩი, თემაა თვითონ ჩახლართული😃 ისე რეებს აღარ ჩალიჩობენ, ცალკე კაცებზე ყიდიან ცალკე ქალებზე, თან ცხრა ფორმა გამოუშვეს უკვე, წესით მარტო მაისურებმა უნდა გადააგოროს კრიზისი😂