„ბარსელონას“ დირექტორთა საბჭოს მოსაზრებით ჩავი ერნანდესი იდეალური ვარიანტია რონალდ კუმანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩასანაცვლებლად, თუმცა პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ამ ეტაპისთვის რობერტო მარტინესის დანიშვნა ურჩევნია, იტყობინება SPORT.
ჯერჯერობით, გამოყოფილია ორი ძირითადი ვარიანტი – ჩავი და მარტინესი ფავორიტები არიან. ასევე მიიჩნევა, რომ ერნანდესის მეგობრული კავშირი ლაპორტას მეტოქესთან, ვიქტორ ფონტთან, ართულებს მისი დანიშვნის საკითხს.
ლეგენდარულმა ყოფილმა ნახევარმცველმა აქამდე არაერთხელ გამოთქვა „ბარსას“ ჩაბარების სურვილი, მარტინესმა კი ამ ყველაფრის კომენტირებას თავი აარიდა.




ნეტა ფონტის მოეგო არჩევნები, კაცს პროექტიც ქონდა და ყველაფერი
ზუსტად ასე იყო ამის წინა პრეზიდენტობის დროს. არც გვარდიოლა იყო ამის ფავორიტი, თუმცა სხვას დაუჯერა და დანიშნა. თუ ახლაც ჭეშმარიტ აზრზს ყურს დაუგდებს, გუნდი იხეირებს, თუ არადა ჭაობიდან გადავალთ წუმპეში მეტი არაფერი. მერე ვიტყვით ალბათ, მანამდე ყელამდე ვიყავით, ახლა წელამდეო.
ეეე ალურა, კარგად დაფიქრდი, თორემ მოგიკითხავენ კეთილ ადამიანებს, ბართო 2 აღარ გვინდა.
მარტინეზს თვითონ არ უნდა მოსვლა და არც ბელგიას უნდა გაშვება ხოდა დაანებე რა თავი .კიდევ აქ წერია ჩავიმ არაერთხელ გამოთქვა გუნდის ჩაბარების სურვილიო, და მე რომ პირიქით მახსოვს..მოკლედ ვერ გაიგებ რა არის ტყუილი და რა მართალი მაგრამ ერთი ვიცი რომ ჩავი კუილასაც და მარტინაზსაც მირჩევნია
ვეღარ გავიგე, ჩავი რო სურთ გვარდიოლა არ უნდათ? მერე ეკითხებიან ჩავის სურს ეხლა კარიერის აწეწვა? მშვენიერ საქმეზეა და ბარსა სად გაექცევა. მოიხოდოს ბარემ იქ. და მოვა აბა სად წავა.
ხოდა მრჩევლების უმეტესობა რო ჩავიზე ფიქრობს შენც კვამლი უნდა გამოუშვა ლიაპორტ