ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვასკესი: “რაში ჭირდება “ბარსას” სესკი, როცა გუნდში ტიაგო ყავს”?

ვასკესი: “რაში ჭირდება “ბარსას” სესკი, როცა გუნდში ტიაგო ყავს”?

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ახლა “ბრიუგეში” თამაშობს დარწმუნებულია, რომ კატალონიელებს არ ჭირდებათ სესკი, რადგან შემადგენლობაში ტიაგო ყავთ.

“მე არ შევიძენდი სესკ ფაბრეგასს” – ამბობს ფეხბურთელი “El Mundo Deportivo”–სთან ინტერვიუში. “არა იმიტომ, რომ ის ცუდი ფეხბურთელია ან სხვა რამე, არამედ იმიტომ, რომ “ბარსას” ახლა შემადგენლობაში ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ტიაგო ალკანტარა ყავს“.

“რა თქმა უნდა სესკი ტოპ ფეხბურთელია, მაგრამ ჭკვიანურია მის შესაძენად ამდენი თანხის დახარჯვა, როცა გუნდი მის პოზიციაზე ფეხბურთელების დეფიციტს არ განიცდის? ამასთანავე ფაბრეგასის გუნდში მისვლა ალკანტარას მომავალზე დადებითად არ იმოქმედებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” და “არსენალი” სესკის ტრანსფერზე შეთანხმდებიან კატალონიურ გუნდს ძალიან ძლიერი ფეხბურთელი შეუერთდება“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში