workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პინტო: “გამარჯვება ნებისმიერს შეიძლება დარჩეს”

პინტო: “გამარჯვება ნებისმიერს შეიძლება დარჩეს”

ხოსე მანუელ პინტო თვლის, რომ ამხანაგურ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედს” შურისძიების სურვილი არ ექნება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ 2 თვე გავიდა და “ბარსა” კვლავ შეხვდება “მანჩესტერ იუნაიტედს” “ფედეკს ფილდზე” ამხანაგურ მატჩში. გუნდი ხვდება, რომ ეს მატჩი ძალიან განსხვავდება იმ მატჩისგან, რომელიც 28 მაისს ლონდონში გაიმართა. ეს აღიარა პინტომაც, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ამ მატჩს უბრალოდ საინტერესოს დავარქმევდი. “ბარსელონა” ითამაშებს ისე, როგორც იცის. გამარჯვება შეიძლება ნებისმიერს დარჩეს“.

“კანტერა სასწაულია”

ამ დღეებში ამერიკაში ძირითად გუნდთან ერთად იმყოფება ფილიალის 9 ფეხბურთელი. პინტო მათ დაუფიქრებლად უწოდებს “სასწაულს”. “ის, რომ ახლა ისინი ჩვენთან ერთად იმყოფებიან მომავალში დაეხმარება მათ პირველ გუნდში ადვილად ადაპტირებაში”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward