“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა “ბარსელონასთან” ხვალ გასამართი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა.
“რეკორდმაისტერი” ბარსელონაში 25 ფეხბურთელით მიდის. მათ შორის არიან კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი, რომელთა “ბლაუგრანას” წინააღმდეგ თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც “ბაიერნის” განაცხადს აკლია, ფრანგი ნახევარმცველი კორენტენ ტოლისოა.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” თამაში ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგვიდგენს.
პროსტა მესის სირცხვილია როგორ წააგო 8:2
Toliso araa didi danakargi
კარგია, რო კორენტენ ტოლისო მაინც აკლიათ, მაგის მეშინოდა ყველაზე ძალიან