workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
როგორი იქნება ბარელონას 2022/23 წლების საშინაო და საგარეო მაისურები

როგორი იქნება ბარელონას 2022/23 წლების საშინაო და საგარეო მაისურები

Diario Sport 2022/23 წლების სეზონისთვის, “ბარსელონას” საშინაო და საგარეო მაისურების დიზაინის ამსახველ ფოტო-სურათებს ავრცელებს.

ახალი ფორმა, მიმდინარე სეზონის ფორმასთან შედარებით ნაკლებად ინოვაციური, თუმცა მაინც განსხვავებული გახლავთ. მაისურის ზედა ნაწილი ლურჯი იქნება, მკერდიდან წელამდე კი არატრადიციული, ვიწრო ლურჯი, წითელი და ცისფერი ზოლებით გაგრძელდება. 

რაც შეეხება საგარეო ფორმას, ის მთლიანად ოქროსფერი იქნება. ასეთ მაისურს ლურჯ-ბროწეულისფრები 2004/05 წლების სეზონში ატარებდნენ.

Sport წერს, რომ აღნიშნული ფორმების წარმოება რამდენიმე თვეში დაიწყება, რათა მათი გაყიდვა სეზონის დასრულებისთანავე დაიწყოს. მიმდინარე სეზონი 28 მაისს სრულდება. წყაროს ცნობით, “ბარსა” მაისურებს 2022 წლის ივნისის პირველ ორ კვირაში წარადგენს, გაყიდვაში კი ივლისის დასაწყისში ჩაუშვებს.

მაისურების დიზაინი შემდეგნაირი იქნება:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • SERGINO DEST
    schedule 12 სექ 2021, 15:45
    #8

    ვფიქრობ წლევანდელებს ჯობია. მთავარი ფორმა განსხვავებულია და წლევანდელ ჯამბაზობას ყველანაირად აჯობებს. ოქროსფერს რაც შეეხება, გვქონდა ადრე გაუჩოს დროს და მე პირადად ძალიან მომწონდა

  • nika 54
    schedule 11 სექ 2021, 15:54
    #7

    აი ეს ვითომ ოქროსფერი ტეხავს, მაგას ისევ შავი ჯობდა. ბლაუგრანა მაისურს არა უშავს.

  • La Pulga10
    schedule 11 სექ 2021, 13:14
    #6

    წლევანდელს ჯობია.ისე მეორე ფრომა ყოველთვის ჯობია ხოლმე პირველს.რაკუტენი აღარ იქნება სპონსორი ბარსასი,სადრაც ვნახე ფერარიო და დაიწერა ამ საიტზე თუ არა?

  • basa7
    schedule 11 სექ 2021, 11:33
    #5

    მე მომწონს, განსხვავებულია და არ ყვირის თან.

  • Geo_Barca
    schedule 11 სექ 2021, 10:54
    #4

    წლევანდელი ფორმა მირჩევნია ამას

  • frenkie dejong21
    schedule 11 სექ 2021, 03:07
    #3

    გააჯმევინეთ ამ ნაიკს
    იმენა გვეკაიფებიან ტიპები

  • azulgerana
    schedule 11 სექ 2021, 02:54
    #2

    აი ესეთი იქნება სავარაუდოდ

  • datio
    schedule 11 სექ 2021, 02:34
    #1

    რამდენი წელია წესიერი ფორმა არ ცმიათ