ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ტიაგო ალკანტარა მხოლოდ 20 წლისაა. პრე–სეზონში “ბარსას” 4 გატანილი გოლიდან 3 მის ანგარიშზეა.

ტიაგო ახლახანს გახდა გუნდის სრულფასოვანი წევრი და მის სახელს ყველა ახსენებს. ის უნიკალური, გამოუცნობი ფეხბურთელია. კარგად იხსნება და გრძნობს თავისუფალ ზონებს. 4 გოლიდან, რომელიც “ბარსამ” მიმდინარე პრე–სეზონში გაიტანა 3 ტიაგოს ანგარიშზეა. ამის შემდეგ ყველა ალაპარაკდა მის ტექნიკაზე და საგოლე ალღოზე.

აუდის თასის საუკეთესო ფეხბურთელი

ტიაგო ალკანტარა აუდის თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. “ინტერნაციონალთან” მატჩში ტიაგო გახდა პრე–სეზონში პირველი გოლის ავტორი. გოლი შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ გავიდა. ეს კომბინაცია ძალიან გავდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩავის გათამაშებულ მომენტს.

“ბაიერნთან” ფინალში ფეხბურთელმა ყველა გააკვირვა. ორივე გოლი, რომელმაც “ბარსას” ტიტული მოაგებინა ტიაგოს ანგარიშზეა. პირველი გოლი მან თავით, ჯონათან სორიანოს პასის შემდეგ გაიტანა, ხოლო მეორე ნამდვილი შედევრი იყო.

“ყველაზე მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვოს”

მიუხედავად მისი გადამწყვეტი როლისა ტიაგომ განაცხადა, რომ ყველაზე მთავარი გუნდის პროგრესი და ტურნირზე გამარჯვებაა: “ყველაზე მთავარია, რომ გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს, ყოველ ჯერზე მუშაობს უკეთ და იმარჯვებს” – განაცხადა მან.

ახლა “ბარსას” ამერიკული ტურნე ელის, სადაც ეჭვგარეშეა, რომ ტიაგო ყველას გაკვირვებას გააგრძელებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში