ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ვაშინგტონში ყოფნის პირველი დღე “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ნაციონალურ პარკში სეირნობას დაუთმეს, რის შემდეგაც გაემართნენ სპორტულ დარბაზში. თავდაპირველად “ბარსელონას” ფეხბურთელები დიდხნიან სეირნობას გეგმავდნენ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით მათი განრიგი შემცირდა.

მუშაობა სპორტ დარბაზში

გასეირნების შემდეგ გუნდი სასტუმროში დაბრუნდა, სადაც სპორტ დარბაზში ვარჯიშს შეუდგა. ფეხბურთელები, რომელბმაც მონაწილეობა აუდის თასის ფინალში მიიღეს ნაკლები დატვირთვით ვარჯიშობდნენ. ზოგიერთებმა სასტუმროს სპორტულ მოედანზე ბესიბოლი ითამაშეს. ჩავი და პუიოლი ამ დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ.

კვების შემოწმება

მთავარი პრობლემა, რომელსაც ფეხბურთელები ამერიკაში ჩასვლისას წააწყდნენ არის დროის სხვაობა. ბარსელონასა და ვაშინგტონს შორის სხვაობა 6 სააათია. გასული წლების გამოცდილებიდან კლუბში იციან, თუ როგორ ებრძოლოდ ამ პრობლემას. ამერიკაში გაფრენის წინ ფეხბურთელებს მისცეს სპეციალური საკვები, რომლის მიღების შემდეგ ორგანიზმი დასვენებას ითხოვდა და იწვევდა ძილს. ამას გარდა საკვები რაციონიდან ამოიღეს კოფეინის შემცველი სასმელები.

                                      [media=http://www.youtube.com/watch?v=qF4ilj6_vn0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში