workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ბარსელონამ რეი მანაის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ბარსელონამ რეი მანაის ტრანსფერი დაადასტურა

უკვე ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, რეი მანაი “სპეციაში” გადაბარგდა.

ფეხბურთელი იტალიაში იჯარის წესით ითამაშებს. “სპეცია” “ბარსას” 300 ათას ევროს გადაუხდის და ფეხბურთელის ხელფასსაც თავად დაფარავს, სეზონის ბოლოს კი იტალიელებს ალბანელის 2.7 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

24 წლის ფეხბურთელი “ბლაუგრანას”, სარეზერვო გუნდში სათამაშოდ, 2020 წლის იანვარში შეუერთდა. გასულ სეზონში მან მონაწილეობა 22 მატჩში მიიღო და გოლით თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ რეიმ “პრესეზონის გოლეადორის” ტიტული მიიღო – პირველ გუნდში მიდი დებიუტი “ნასტიკის” წინააღმდეგ შედგა, ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ასევე, გოლის  გატანა “ჟირონას” წინააღმდეგაც შეძლო. საბოლოო ჯამში კი, ნათამაშებ 117 წუთში რეიმ 4 გოლი მიითვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 01 სექ 2021, 14:18
    #3

    გრიზმანს 4 გოლი ნახევარ სეზონში ვერ გაქონდა ხოლმე.

  • azulgerana
    schedule 01 სექ 2021, 01:20
    #2

    ღირსია ეს ამის ღირსია !!!

  • kanja
    schedule 31 აგვ 2021, 21:06
    #1

    რეებს არაკუნებ ბარსა..დახვედით კუმანის დონეზე?!..