ბარსელონა ემერსონის 30 მილიონად გაყიდვას დათანხმდა

ბარსელონა ემერსონის 30 მილიონად გაყიდვას დათანხმდა

“ბარსელონა” ემერსონ როიალის ტრანსფერის თაობაზე “ტოტენჰემის” შემოთავაზებას დათანხმდა, ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება და სპორტული ჟურნალისტი ადასტურებს.

საუბარი 25 მილიონ ევროსა და ბონუსებზეა, რაც ჯამში ტრანსფერის ოდენობას 30 მილიონ ევრომდე ზრდის. კლუბებს შორის შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. ამჟამად, ლონდონელთა წარმომადგენლები მოლაპარაკებებს ფეხბურთელთან აწარმოებენ.

რონალდ კუმანს მისი შენარჩუნება სურდა, თუმცა, მატეო მორეტოს ცნობით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ნიდერლანდელმა აზრი შეიცვალა.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ბეტისი” თანხის 10%-ს მიიღებს. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ბარსამ” ემერსონი სევილიური კლუბიდან 9 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ასევე, წასვლასთან ახლოსაა “ბარსას” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ილაიშ მორიბა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • azulgerana
    schedule 30 აგვ 2021, 19:53

    ციტატა: nika 54
    "წარმოშობით" ამერიკელი.


    გეთანხმები უფრო სწრაფია ეგ მექსიკა ამერიკელი

  • MARI=BARCA-fan
    schedule 30 აგვ 2021, 19:05

    ციტატა: nika 54
    წარმოშობით" ამერიკელი.


    joy "ვის ბოსტანში ისროლეს ქვა"?
    ციციი.. სად ხარ, უპასუხე! :დდ

  • nika 54
    schedule 30 აგვ 2021, 17:17

    ციტატა: La Pulga10
    27 მლნ+15 მლნ მორიბა.იქნებ რამე ტრანსფერი დაიდოს ბოლო დღეს.

    დესტს ამოაგდებსო…..სკამს ახეხინებსო,რომ გეკითხა ზოგისთვის…


    გუშინ არ ამოაგდო? მიქარა რამდენჯერმე და გამოუშვა კუმანმა დესტი, ისე თავდასხმასაც კარგად ეხმარება "წარმოშობით" ამერიკელი.

  • rivaldo80
    schedule 30 აგვ 2021, 17:00

    სისულელე მგონია რა გამოდის არავის არ უნდა ბარსას ფებხურთელები და ოღონდ ვინმემ გამოთქვას სურვილი ყველას მივცემთ??? და ერთი თამაშით ვსიო ბანძიაა??? 30 მილიონს ესეთ ცუდ მცველში იხდის ტოტე რა სასაცილოაა

  • M10 S9 D11
    schedule 30 აგვ 2021, 16:59

    პროსტა ისევ რობერტოს ყურება მოგვიწევს დაცვაში და ეგაა დიდი მინუსი თორე ვაფშე რა მოსაყვანი იყო ეს ბეტისშიც არ მევასებოდა ეა ჯლაგუნა

  • Barca_MNS
    schedule 30 აგვ 2021, 16:05

    ციტატა: La Pulga10
    27 მლნ+15 მლნ მორიბა.იქნებ რამე ტრანსფერი დაიდოს ბოლო დღეს.

    დესტს ამოაგდებსო…..სკამს ახეხინებსო,რომ გეკითხა ზოგისთვის…


    თუ გაყიდეს ჩემს ფეხებს ამოაგდებს, მაგაში ლოგიკა სად არის, მაგრამ ბეტისის ემერსონი ჯობდა ბარსას წინა სეზონის დესტს და თუ ვინმე მსჯელობდა ემერსონის ძირითადში დაყენებაზე ლოგიკური იყო.

  • La Pulga10
    schedule 30 აგვ 2021, 15:55

    27 მლნ+15 მლნ მორიბა.იქნებ რამე ტრანსფერი დაიდოს ბოლო დღეს.

    დესტს ამოაგდებსო…..სკამს ახეხინებსო,რომ გეკითხა ზოგისთვის…

  • Albicelecte
    schedule 30 აგვ 2021, 15:54

    ანუ 3 მილიონი ბეტისს, რჩება 27 და გადახდილია 9, ანუ 18 ლიმონი სუფთა?! მაინც არაა ცუდი

  • C.PC5
    schedule 30 აგვ 2021, 15:50

    რაღაც არ მგონია ეს მართალი🙄 ასე უცებ გამოაცხო ტოტენჰემმა ეს ტრანსფერი?! ან 30 მილიონს რომ იხდიან ამაში ასე მარტივად ვითომ დასაჯერებელია ეგ?! თუმცა ლონდონში ისეთები ხდება არც მიკვირს😂😂😂