workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ორიოლ ბუსკეტსი ბარსელონას დაემშვიდობა

ორიოლ ბუსკეტსი ბარსელონას დაემშვიდობა

22 წლის ნახევარმცველი, ორიოლ ბუსკეტსი, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურა, კლუბს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით დაემშვიდობა:

დროა, დავემშვიდობო კლუბს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ჩემი სახლი იყო. აქ 8 წლის ასაკში მოვედი და 22 წლის ასაკში მივდივარ. მივდივარ ბევრი რამის სწავლის, მეგობრული უერთიერთობების, ღირებულებებისა და, პირველ რიგში, დაუვიწყარი გამოცდილების შეძენის შემდეგ. თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი, რადგან ამ ფერების ტარების საშუალება მომეცა. მე ავისრულე ოცნება, რაც ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელიც ბურთის თამაშს იწყებს, საუკეთესოების გვერდით თამაშია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, თანაგუნდელს, ექიმს, მენეჯერსა და კლუბის ნებისმიერ წევრს, რომელიც დამეხმარა, უკეთესი ფეხბურთელი და პიროვნება გავმხდარიყავი. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, კულეებო. 
[media=https://www.instagram.com/p/CTC-YYmMjvs/?utm_source=ig_web_copy_link]

ბუსკეტსისს ხელშეკრულების ვადა ივნისში ამოიწურა და მის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. 

22 წლის ფეხბურთელი 2019/20 წლების სეზონში “ტვენტეში” იყო განათხოვრებული, უკანასკნელი სეზონი კი “ბარსაში” გაატარა. ჯერჯერობით მისი რეალური მსურველი კლუბი არ ჩანს. ბუსკეტსი Transfermarkt-ზე 2 მილიონ ევროდაა შეფასებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Bobi
    schedule 27 აგვ 2021, 22:49
    #4

    რამდენი ხანია ამ ბიჭის სახელი და გვარი მესმის. ალბათ, არ იყო მართლა ძირითადი გუნდის დონე

  • nika 54
    schedule 27 აგვ 2021, 15:33
    #3

    რავიცი, პირველ გუნდში არ მახსოვს, ალბათ ვერ დადო მინიმუმი დონე რო დარჩენილიყო, 22 წელი საკმარისი ასაკია რო აჩვენო რა შეგიძლია.

  • azulgerana
    schedule 27 აგვ 2021, 15:25
    #2

    ციტატა: Pirat❤️💙
    არადა არაა ცუდი ბიჭი


    ალბათ ცუდია თორე 2 მილიონად არ იქნებოდა შეფასებული

  • Pirat❤️💙
    schedule 27 აგვ 2021, 11:43
    #1

    არადა არაა ცუდი ბიჭი