ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

24 აგვისტოს “ბარსელონამ” 2 ოფიციალური თამაში ჩაატარა და ორივე მოიგო.

1925 წელი

26 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ფელიქს სესუმაგა.

1926 წელი

დაარსდა “ბარსელონას” საკალათბურთო გუნდი, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის უძველესი კლუბი.

1977 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი გერმანელი მეკარე რობერტ ენკე. 2002/03 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 4 თამაში ჩაატარა.

2005 წელი

გამპერის თასზე 2-2 თამაშის შემდეგ “ბარსელონა” “იუვენტუსთნ” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. შეხვედრაში გაიბრწყინა 18 წლის ლიონელ მესიმ.

2014 წელი

ახალი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სადებიუტო მატჩში “ბარსელონამ” “ელჩე” 3-0 დაამარცხა. გოლები მესიმ (2) და დებიუტანტმა მუნირმა გაიტანეს.

2017 წელი

ესპანური ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფასიანი ტრანსფერი განხორციელდა. “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკოდან” მაპი ლეონი 50 ათასი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • azulgerana
    24 აგვ 2021, 20:14

    ციტატა: Bobi
    რამხელა სხვაობაა ისე ქალთა და კაცთან ფეხბურთს შორის? 😃 50 000_ად ბუცები არ მოგივა ლიგაზე რო ითამაშო


    დიდი სხვაობაა

  • Bobi
    24 აგვ 2021, 18:31

    რამხელა სხვაობაა ისე ქალთა და კაცთან ფეხბურთს შორის? 😃 50 000_ად ბუცები არ მოგივა ლიგაზე რო ითამაშო

  • nika 54
    24 აგვ 2021, 12:44

    1977 წელი
    დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი გერმანელი მეკარე რობერტ ენკე. 2002/03 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 4 თამაში ჩაატარა.
    ეს ის მეკარე ხო არ არის შვილის სიკვდილს რო განიცდიდა და მატარებელს რო შეუვარდა.

  • El pistolero 9
    24 აგვ 2021, 12:31

    ეეჰ ლუჩოს ბარსა რა მაგარი იყო… ატლეტიკოსთან როგორ გამოვარდნენ ვერ ვიჯერებ დღესაც. იმ სეზონში ევროპას ვაზანზარებდით. მერე რემონტადა და იუვესთან რობერტო-მატიემ ყლაპეს ის 3-0. ლუჩო კიდე ბევრს მიაღწევდა ბარსათი საჭირო ტრანსფერები რო დაედო ხელმძღვანელობას. ტიპს პოგბა უნდოდა და ანდრე გომეში მოუყვანეს

  • C.PC5
    24 აგვ 2021, 11:28

    ტიპი კედელია და მხოლოდ 50კა არის გადახდილი, პარადოქსია😂