ემერსონ როიალის ვრცელი ინტერვიუ Sport-თან

ემერსონ როიალის ვრცელი ინტერვიუ Sport-თან

“ბარსელონას” ბრაზილიელი ახალწვეული, ემერსონ როიალი Sport-თან საინტერესო ინტერვიუს წერს:

ჩემმა თანაგუნდელებმა პირველივე დღიდან კარგად მიმიღეს. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ვვითარდები და “ბარსას” სტილთან, რომელიც “ბეტისის” ფილოსოფიისგან ცოტათი განსხვავდება, ადაპტაციას გავდივარ – აქ ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობს. აქაურ გარემოს კარგად ვეჩვევი.
გასახდელი ოთახი მესის წასვლის შემდეგ? ძალიან კარგი სიტუაციაა. “ბლაუგრანაში” ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება, რომლებიც, ამასთან, შესანიშნავი ადამიანები არიან – მათ თავი ისე მაგრძნობინეს, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი. აქ ყველაფერი გამიმარტივდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ლეომ დაგვტოვა, ვინაიდან, “ბარსელონასა” და მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან თამაში ყველას სურს. კონკურენტუნარიანი კოლექტივი გვყავს – ახლა გაერთიანებისა და ერთად დგომის დროა, რაც მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.
დებიუტი? როცა ოცნება გაქვს და მის ახდენას ახერხებ, შესანიშნავი მომენტია. ეს გრძნობა უნდა გამოცადო, რომ გაიგო, რას ნიშნავს. გამპერის თასის დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. მინდა, მუშაობა განვაგრძო და ამ მაისურით კიდევ ბევრი მატჩი ჩავატარო.
როცა “ბეტისი” ჩემს მომავალთან დაკავშირებით მეკითხებოდა, ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი. მათ პატივს ვცემ, კლუბის დასახმარებლად მუდამ მზად ვიყავი, მაგრამ ტყუილის თქმა არ შემეძლო. “ბარსაში” ყოფნა ყოველთვის მსურდა – ეს მუდამ ჩემი უმთავრესი მიზანი იყო.
იჯარის ამოწურვის შემდეგ, სხვა მსურველების შესახებ მაცნობეს, რასაც არცკი ვუსმენდი. ცხადი იყო, რომ მხოლოდ “ბარსელონაში” გადასვლა მინდოდა – უბედნიერესი ვარ, რომ ეს მოვახერხე.
ვინ ხუმრობს ყველაზე ხშირად გასახდელ ოთახში? პიკე და ალბა ძალიან ბევრს ხუმრობენ.
“ბეტისში” სასტარტო შემადგენლობის წევრი ვიყავი, აქ კი ბრძოლა მომიწევს, რაც ნორმალურია. “ბეტისი” დიდებული კლუბია, მაგრამ ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვარ. მნიშვნელოვანია, რომ თანაგუნდელებს იცნობდე და პროგრესისათვის ივარჯიშო.
ვიცი, რომ სათამაშო პრაქტიკა მექნება, რადგან ამისთვის ვიბრძოლებ. ნელ-ნელა წინ მივიწევ და არ ვჩქარობ. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ბევრი შეხვედრის ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
კუმანმა მითხრა, რომ განვითარება გავაგრძელო და სისუსტეები აღმოვფხვრა. რონალდი მეუბნება, რომ იმად დავრჩე, რაც ვარ და იმაზე ვფოკუსირდე, რაც საუკეთესოდ გამომდის.
გასახდელ ოთახში ყველასთან ვსაუბრობ. აქ ძალიან კარგი ხალხია. ფილიპე კოუტინიოსა და ნეტუს კარგად ვუგებ, რადგან ისინი ჩემი თანამემამულეები არიან და პორტუგალიურად საუბრობენ. ასევე, გამოვყოფდი რონალდ არაუხოს.
დესტთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამერიკელთან პრობლემები არ მქონია. ის შესანიშნავი პიროვნებაა, რომელთანაც, თითქმის, ყოველდღე ვსაუბრობ – ერთმანეთს ვეხუმრებით. სერჟინიო ფანტასტიკური მოთამაშე და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია.
დანი ალვესში ყველაზე მეტად მისი ხასიათი მომწონს. ის ძალიან კონკურენტუნარიანია, რომელსაც მუდამ გამარჯვება სურს – ამაში მას ვგავარ. ვფიქრობ, აქ დანის დამსახურებით ვარ. მინდა, დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლო და ტიტულები მოვიპოვო.
მესის გარეშე ახალი ერა იწყება. მოგვიწევს, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. ინდივიდუალურ დონეზე, მსურს, ბევრი ვითამაშო – როგორც კლუბში, ისე ნაკრებში.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 21 აგვ 2021, 13:48

    ვინ ხუმრობს ყველაზე ხშირად გასახდელ ოთახში? პიკე და ალბა ძალიან ბევრს ხუმრობენ.
    აბა შენ ხო არ იხუმრებ, გუშინდელი მისული გუნდში.

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 06:11

    ციტატა: rivaldo80
    ორივე სუსტია მე თუ მკითხავ მაგრამ დეტსზე უკეთესი მგონია მე პირადად ბოლობოლო ჯანზეა…ერთი თამაშით საიდან გამოიტანთ ხოლმე დასკვნას იქ ისეთი პასი გაკეთდა დესტიც იგივენაირად ვერაფერს იზამდაა…


    ცუდი პასი არ იყო თუმცა მაინც აიჭრა

  • Bobi
    schedule 20 აგვ 2021, 23:38

    დახოცავენ ამ სეზონში ერთმანეთს 😁❤️

  • rivaldo80
    schedule 20 აგვ 2021, 20:40

    ორივე სუსტია მე თუ მკითხავ მაგრამ დეტსზე უკეთესი მგონია მე პირადად ბოლობოლო ჯანზეა…ერთი თამაშით საიდან გამოიტანთ ხოლმე დასკვნას იქ ისეთი პასი გაკეთდა დესტიც იგივენაირად ვერაფერს იზამდაა…

  • azulgerana
    schedule 20 აგვ 2021, 20:14
    ვინ ხუმრობს ყველაზე ხშირად გასახდელ ოთახში? პიკე და ალბა ძალიან ბევრს ხუმრობენ.

    კომანი შუტკარაჩაა 😁

  • La Pulga10
    schedule 20 აგვ 2021, 18:35

    პირადად დესტი მირჩევნია და თითქოს უმატებს კიდეც.წინა თამაშებში ცუდად გამოიყურებოდა ემერსონი,მაგრამ ადაპტაცია სჭირდება.დესტს იფრო დიდი პოტენციალი აქვს ეტყობა კიდეც,კონკურენციისთვის კარგია ეს ორი ერთად.

  • Nikabedinadze
    schedule 20 აგვ 2021, 18:34

    ეს ვარჯიშებზეც ვერ გამოირჩევა მაინც და მაინც რასაც ვუყურე