დაახლოებით უკვე 2 კვირაა, რაც “ბარსელონამ” ლიონელ მესის გუნდიდან წასვლა ოფიციალურად გამოაცხადა, მაგრამ კატალონიური კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში არგენტინელი ვარსკვლავის მაისურები კვლავ შეიმჩნევა.
ბარსელონელი ჟურნალისტის, მარია გარიდოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მესის 10-ნომრიანი მაისურები “კამპ ნოუს” მაღაზაიში ისევ გაყიდვაშია, თუმცა, ივარაუდება, კლუბი არგენტინელის ფორმას გაყიდვიდან მალე ამოიღებს. როგორც ჩანს, კატალონიელები ამჟამინდელი მარაგის ამოწურვას ელოდებიან.
“ბარსადან” გაშვების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა. ცნობისთვის, AS-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობებით, პსჟ-მა მესის 150 ათასზე მეტი მაისური სულ რაღაც 7 წუთში გაყიდა.
მგონი ბარსელონა გაიჩალიჩებს რაღაცას კიდე…..
რა ამოწურვა, დაამატონ და შავ ბაზარზე გაყიდონ, იქნებ ფული ვიშოვოთ 😃
დიდი სიამოვნებით შევიძენდი ერთს..
და კიდევ ვინ რამდენს ჩაიდებს ჯიბეში, მესისაც შეახვედრებენ ბონუსს თუ იჟმოტებს ლაპორტა!. :დ:დ:დ
აბა ბარსამ ვერ დააფასა. განა მარტო მესი ზოგადად მესიმდე ბევრი ვერ დააფასა
როგორც წავიკითხე 820 000 პსჟ-ს 24 საათში გაუყიდია. ახლა ალბათ კაი ხანია მილიონს გასცდებოდა. იმ ორი წლის ხელფასი ჩათვალეთ უკვე ამოიღო პსჟ-მ რაც ლეოს უნდა გადაუხადოს კონტრაქტით.
რაღაცას მამაძაღლობენ, შეიხი და ლაპორტა, მაყუთი ხომ უნდა იშოვონ?! ამათ მესი დაუთმეს უფასოდ და ეხლა რაღაც მაისურების გამო უჩივლებენ? არ უნდა უღირდეთ ასეთი გაძიშოვება
ბარსელონას მაისური, რომელსაც 10 ნომერი და მესი აწერია ძალიან უცხო იქნება ვინმესთვის, პროსტა ის ტეხავს, რომ საკმაოდ ცუდი ფორმაა
ჰმ…
მომენტ ერთი პსჟ, თორემ მესი და ნაიკი თავის ფულს მიიღებენ 🙂
მერამდენედ უნდა დადოთ ერთი და იგივე სტატია? გავიგეთ.
უჩივლებს პესეჟე ამის გამო. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ