WhoScored-მა ლა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
ლა ლიგის კვირის გუნდში “ბარსელონას” მხირდან ჟერარ პიკე, ფრენკი დე იონგი და მარტინ ბრეითუეიტი მოხვდნენ, რომლებმაც “სოსიედადთან” შესანიშნავად ითამაშეს.
ჩვენთვის საამაყოდ, ესპანეთის ჩემპიონატის გასული გათამაშების რჩეულ გუნდში მოხვდა “ვალენსიას” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც “ხეტაფესთან” ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ღამურებმა” 3 ქულა მისი წყალობით მოიპოვეს.
ლა ლიგის კვირის გუნდი ასე გამოიყურება: მამარდაშვილი (7.8), ვიდალი (7.1), ნაჩო (7.8), პიკე (7.6), პედროსა (7.8), ლამელა (8.7), დე იონგი (8.3), მოდრიჩი (8.1), ბრეითუეიტი (10), ბენზემა (9.2), კორეა (8.2).
როგორც ჩანს, რჩეული ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალი და მაქსიმალური შეფასება (10) ბრეითუეიტმა მიიღო.
ნუ ბრეითვეიტი სხვა დონეა და უნდა ვაღიაროთ რა.
რუსებმა დაწერეს ეს ის მეკარეა მოსკოვის დინამო რო გამოაგდოო.
ვფიქრობ ეს ამბავი ჩვენს დანარჩენ ფეხბურთელებსაც წაადგება ახლო მომავალში..უფრო მეტად დაინტერესდებიან ტოპ ჩემპ გუნდები ქართველი ფეხბურთელებით…
ძლივს კაი ამბავი დაფიქსირდა. საღოლ
სულ რომ სილესენი დასვან მაინც ძირითადსი უკვე წარმატებაა და ბევრი კარგი საქმე გაიკეთა მამარდამ ამ რამდნეიმე თამაშით საკუთარი კარიერისთვის. ბაზარზე შეამჩნიეს უკვე და ვალენსიიდან ცუდ ჩემპიონატებში აღარ იბოდიალებს.. ადრე სადმე ავსტრი სკლუბში გადასვლა საქართველოს ტრამპლინიდან დიდი ამბავი გვეჩვენებოდა.. ვალენსია კი თუნდაც იგივე ადამიანისთვის სულ სხვა საწყისია და ბევრად მარტივია ყველაფერი. გიორგიმ ასეთი მოულოდნელი კარიერული საჩუქრები რაც ეხლა მიჯრით მიეყარა უნდა გამოიყენოს და დაუღალავად იშრომოს. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და იმედია გაგვახარებს კიდე ბევრჯერ.
ფეხით თამაშის კომპონენტიც თუ დახვეწა ჩვენმა ბიჭმა დაუდგეს ნებისმიერი. რეაქცია ძაან მაგარი აქვს
სილესენს ნახევარი სეზონი თუ გაუცდება არ მიმტყუნოთ და გამიხარდება. იქნებ ისე მოაწონოს თავი ჩვენმა ბიჭმა რომ მთავარი გოლკიპერის ადგილი დაიკავოს . პირველი თამაში წარმატებული იყო რაც მეტს ათამაშებენ მით უკეთ გამოავლენს თ მართლა კარგი მეკარეა
მამარდაშვილს საღოლ, მთავარია არ მოდუნდეს და ყოველი თამაში ასე ჩაატაროს და მერე უფრო დიდ მიზნებზეც შესაძლებელი იქნება ლაპარაკი,
ძალიან მაგარია, ვულოცავთ!