ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი ფრე “ბარსას” შესრულებით

პირველი ფრე “ბარსას” შესრულებით

 

23 ივლისს, კატალონიის “ბარსელონამ” მოსამზადებელი სეზონის პირველი მატჩი ხორვატიული “ჰაიდუკ სპლიტის” წინააღმდეგ გამართა. დავიდ ვილიას, ჯონათან სორიანოსა და ჟეფრენ სუარესის მიერ, მომენტების ვერ–გამოყენების გამო, 90–ე წუთისთვის ტაბლოზე ის ანგარიში იყო გამოსაყული, რა ანგარიშიც მატჩის დაწყებისას…

 

“უემბლის” ფინალიდან 56–ე დღეს, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მსოფლიოს კიდევ დაანახეს საკუთარი სტილი. “ჰაიდუკ სპლიტის” ასიწლისთავისადმი მიძღვნილ მატჩში, “ბარსამ” სრულიად სერიოზულად ითამაშა. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად, თუმცა ამაოდ, ხორვატებმა საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.

 

პირველ წუთებში ყველაზე აქტიურად ტიაგო ალკანტარა გამოიყურებოდა. სწორედ 1991 წელს დაბადებული ფეხბურთელი ქმნიდა ხიფათს საკუთარი გარბენებითა, თუ პასებით ხორვატების კართან. ტიაგომ ნახევარდაცვის ხაზში ლიდერობა თავის თავზე აიღო და დავიდ ვილიას კარგი პასებითაც ამარაგებდა. გოლის გატანის შანსმა დავიდამდე მე–16 წუთზე მიაღწია, თუმცა “ბარსას” გულშემატკივართა სამწუხაროდ, დავიდმა მიზანს ვერ მიაღიწა და ბურთმაც ბადეს გვერდი ისე ჩაუარა, არც კი შეუხედავს.

 

დავიდის მომენტის შემდეგ, მომენტები ხორვატებსაც შეექმნათ, მაგრამ გოლის გატანაში მათ ხან ვალდესის მკერდი უშლიდათ ხელს, ხანაც უბრალოდ ბურთისა და ფეხის ერთმანეთთან შერწყმა არ გამოსდიოდათ … ვილიას მომენტები 30–ე და 39–ე წუთებზეც ჰქონდა. დიდი მონდომების მიუხედავად, დავიდმა მიზანს კვლავ ვერ მიაღწია და გუნდებიც შესვენებაზე უგოლო ფრით გავიდნენ.

 

მეორე ნახევრის დაწყება პეპ გვარდიოლამ განსხვავებული თერთმეტეულით გადაწყვიტა. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, ახლა რივეროლა და მისი თანაგუნდელები ძირითადად ბურთს უფრო სიღრმეში ათამაშებდნენ, რაც ბლაუგრანელებს უფრო მეტ ბურთის ფლობაში ეხმარებოდა. 

 

მეორე ნახევარში გოლის გატანის საუკეთესო შანსებმა ჟეფრენსა და ჯონათან სორიანოს შეახსენეს თავი, მაგრამ როგორც საბოლოოდ გამოჩნდა, გამოფხიზლებას ორივე ფეხბურთელი აგვიანებდა–ხოლმე. ჟეფრენი მეორე ტაიმში ძალიან აქტიური გახლდათ და ბურთის მოწინააღმდეგეთა კარის მიმართულებით გადაგზავნასაც არ ერიდებოდა. მომენტების გამოყენებას ჯონათან სორიანოც აქტიურად ცდილობდა, მაგრამ პირველი ტაიმის მსგავსად, გოლი ახლაც არ გასულა.

 

“ბარსა” ჩვეუებრივ, იმ სტილით თამაშობდა, რა სტილითაც ყოველთვის თამაშობს. გუნდი საგოლე მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ფეხბურთელებისთვის 90 წუთი გოლის გასატანად, საკმარისი არ აღმოჩენილა, რის გამოც მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

 

26 ივლისს, კატალონიის “ბარსელონა” მოსამზადებელი სეზონის რიგით მეორე მატჩს გამართავს. “ბარსას” მეტოქე პორტო ალეგრეს “ინტერნაციონალი” იქნება, რომელიც კატალონიური გუნდისთვის “აუდის თასზე” პირველი მეტოქე იქნება.

 

ვიდეომასალა

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=cv9DTKw_Ytc]

 

სურათები

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB

 

Foto: Miguel Ruiz - FCB


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში