workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

14 აგვისტოს “ბარსელონამ” 6 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1968 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ონესიმო სანჩესი. 1989-1990 წლების სეზონში მან “ბლაუგრანას” მაისურით 5 თამაში ჩაატარა. სანჩესმა კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.

2002 წელი

“ბარსელონას” პირველ გუნდში ვიქტორ ვალდესის დებიუტი შედგა. ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “ბლაუგრანამ” ვარშავის “ლეგია” 3-0 დაამარცხა. გოლები ფრანკ დე ბურმა, რიკელმემ და კოკუმ გაიტანეს.

იმავე მატჩში “ბარსას” რიგებში გაისკა მენდიეტასა და ხუან რომან რიკელმეს დებიუტიც შედგა.

2010 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსელონა” “სევილიასთან” სტუმრად 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

2011 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში მადრიდში “რეალ მადრიდთან” გამართული შეხვედრა 2-2 დასრულდა. სტუმართაგან გოლები ვილიამ და მესიმ გაიტანეს.

იმ მატჩში “ბარსელონას” რიგებში ალექსის სანჩესის დებიუტი შედგა.

2011 წელი

“ბარსელონამ” “არსენალიდან” სესკ ფაბრეგასის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

2015 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსელონა” ერნესტო ვალვერდეს “ბილბაოსთან” სტუმრად 0-4 განადგურდა.

2016 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “სევილიასთან” სტუმრად “ბარსელონამ” 2-0 მოიგო. გოლები სუარესმა და მუნირმა გაიტანეს.

2020 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნთან” ანგარიშით 2-8 განადგურდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • C.PC5
    schedule 14 აგვ 2021, 13:51
    #5

    იმ დედაგასაგუდ ბართომეუს წააკითხეთ ამ სტატიის ბოლო ნაწილი🤬

  • azulgerana
    schedule 14 აგვ 2021, 13:15
    #4

    2016 წელი მაგარი დღე იყო. მიღმა კაი გოლი შეაგდო

  • La Pulga10
    schedule 14 აგვ 2021, 12:29
    #3

    გლოვის დღედ გამოაცხადეთ

  • Maradona
    schedule 14 აგვ 2021, 11:33
    #2

    ამის მკადრებელი დაცვა გვყავს ისევ, სემედუს შეტენეს ყველაფერი ეგ აღმოჩნდა სუსტი რგოლიი დაცვის თურმ, სი*ი ლენგლე ისევ გუნდში გდია და დებილი ალბა.

  • nika 54
    schedule 14 აგვ 2021, 11:14
    #1

    საშინელი დღეა, კალენდრიდან რო ამოიღოთ არ გიცდიათ.