ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა სანჩესის შეძენით კმაყოფილია

გვარდიოლა სანჩესის შეძენით კმაყოფილია

პეპ გვარდიოლამ კლუბს მადლობა გადაუხადა ჩილელი ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის შეძენისთვის. ვიქტორ ვალდესი და სერხი ბუსკეტსი დარწმუნებული არიან, რომ გუნდი წარმატებულ ასპარეზობას გააგრძელებს.

ალექსის სანჩესის შეძენიდან 2 დღის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ტრანსფერის განხორციელების გამო კმაყოფილება გამოთქვა: “მე მსურს კლუბს მადლობა გადავუხადო სანჩესის შეძენისთვის გაწეული სამუშაოსთვის. ის ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი რამის მოცემა შეუძლია ჩვენთვის“. პრეს–კონფერენციაზე პეპმა სესკის შესახებაც გააკეთა განცხადება: “სესკთან დაკავშირებით ახალი არაფერია“.

რაც შეეხება ბოიანის წასვლას, პეპმა განაცხადა: “მას წარმატებას ვუსურვებ ამ 2 წლის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ ის ჩვენ დაგვიბრუნდება. ფეხბურთელის გამოსყიდვა ძალიან კარგია და საერთოდ კლუბი ყველაფერს კარგად აკეთებს. ბოიანს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი, ბოლო წლებში კლუბისთვის გაკეთებული საქმეებისთვის და შესანიშნავი ურთიერთობისთვის“. გვარდიოლამ ორიოლ რომეუს შესაძლო წასვლის შესახებაც გააკეთა განცხადება: “იმის შანსი, რომ ის წავა დიდია. “ჩელსის” მწვრთნელმა ძალიან გვთხოვა მისი დათმობა და ორიოლი მუდმივ კონტროლში გვეყოლება“.

გვარდიოლასთან ერთად პრეს–კონფერენციაზე ვიქტორ ვალდესი და სერხი ბუსკეტსი იმყოფებოდნენ. “ჩვენ ტიტულების მოგების იმედი გვაქვს და ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ. წინ ძალიან დაძაბული სეზონი გველის” – განაცხადა მეკარემ. “ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც შარშან ვაკეთებდით. ჩვენ ბევრს ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგოთ” – განაცხადა ბუსკეტსმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში