“ბარსელონამ” ბრაზილიელი ახალწვეულის, ემერსონის ლა ლიგაში დარეგისტრირება მოახერხა. ამ ინფორმაციას La Sexta ავრცელებს.
ზემოხსენებულის მიზეზი ისაა, რომ როიალი უკვე “ბარსას” მოთამაშე იყო – ის იჯარით “რეალ ბეტისში” თამაშობდა და, შესაბამისად, ლა ლიგის ფეხბურთელი გახლდათ.
ლა ლიგის ოფიციალურ გვერდზე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემადგენლობის გვერდზე 22 წლის ფეხბურთელიც გვხვდება.
განსხვავებული სიტუაციაა მემფის დეპაის, სერხიო აგუეროსა და ერიკ გარსიას შემთხვევაში, რომლებიც დარეგისტრირებულნი ჯერ კიდევ არ არიან, თუმცა “ბლაუგრანა” აქტიურად მუშაობას განაგრძობს.
“ბარსა” ლა ლიგის პირველ შეხვედრას 15 აგვისტოს, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართავს და ემერსონს ამ თამაშში მონაწილეობის მიღება შეეძლება.




კაროჩე ესენი ყველას დაარეგისტრირებენ, არავითარი პრობლემა აღარ არსებობს. მთავარია ტებასმა ლეო მოიცილა ესპანეთიდან, რო ცოტა რეალმა ამოისუნთქოს. როგორი ამბავია ლეოს 10 ლა ლიგა და რამოსს-2 თუ სამი.
ძლივს ერთი მაინც დავარეგისტრირეთ
ლაპორტა რაზე დაყრდნობით ამბობდა რომ კიდევ ვაპირებთ ფეხბურთელების დამატებასო,როცა ვერ არეგისტრირებს აგენს