workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პინტო მესის ემშვიდობება: ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი

პინტო მესის ემშვიდობება: ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი

“ბარსელონას” ყოფილი მეკარე, ხოსე მანუელ პინტო კატალონიური კლუბიდან თავისი მეგობრის, ლეო მესის წასვლას ეხმაურება:

ისევე, როგორც ყველას, ამ ამბის გაგების შემდეგ რთული დრო მქონდა – ეს ისეთი რაღაც იყო, რის თქმასაც ვერასდროს ვბედავდი. ფეხბურთზე საუბარს არ ვაპირებ – ვფიქრობ, ყველამ იცის, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო. უბრალოდ, მინდა, ყველაფერი საუკეთესო გისურვო.
ვიცი, რომ შენ და შენ ოჯახს ამ დარტყმასთან გასამკლავებლად რთული ბრძოლა მოგიწევთ. თუმცა, ვინაიდან გიცნობ, ეჭვი არ მეპარება, რომ შენს ოჯახთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდები და ყველაფერს გაუმკლავდები – შენი ძალა სწორედ ოჯახშია. შენ სწორედ შენი ბედნიერება გამოძრავებს.
წლების განმავლობაში შენთან ერთად დაუვიწყარი მომენტების გაზიარება უდიდესი პატივი იყო. ისტორიის წერა და ხალხის გაბედიერება ისე განაგრძე, როგორც შენ იცი.
მადლობა, რომ შენი სახლისა და ოჯახის გულის კარის გამიღე. ახლა, მომიწევს, იქ გეწვიო, სადაც წახვალ 😜 ყველაფერი შესანიშნავად იქნება! მე და ჩემი ოჯახი გამძლეობას გიგზავნით.

პინტო და მესი თანაგუნდელები 2008-2014 წლებში იყვნენ, რა დროის განმავლობაშიც ერთად 64 მატჩი ჩაატარეს და ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვეს, მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2009 წელს კი ტრიპლეტიც დაისაკუთრეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Bakero
    schedule 10 აგვ 2021, 03:42
    #6

    პინტო ჯიგარო ტო ! ყველა ჩხუბში პირველი იყო:))) მესის ისე იცავდა როგორც ჰოკეიში დეივ სემენკო უეინ გრეცკის და რაგბიში ლოურენს დალალიო ჯონი უილკინსონს :))))) მოკლედ მაგარი Tough Guy იყო :)))))))) (როგორც კანადურ ჰოკეიში ეძახიან)

  • azulgerana
    schedule 10 აგვ 2021, 02:40
    #5

    პინტო ყველა დროის მაგარი ზამენა smile

  • Geo_Barca
    schedule 09 აგვ 2021, 20:13
    #4

    რაც გინდათ თქვით მარა ძან მევასება ეს კაცი მაგარი ბურთები გამოძრობა იცოდა
    მეკარისთვის დაბალი იყო და სულ ისე ხრებოდა გეგონებოდა გაფრინდაო

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2021, 18:43
    #3

    ეს მაგარი მეომარი იყო, რეალთან მოურინიოს დროს რო ჩხუბები მიდიოდა ეს პირველი გამორბოდა სათადარიგოების სკამიდან. და ყველაზე ხშირად ლეოს რო იცავდა და უკან რო იყენებდა ხელი არ დააკარონო. ფეხბურთის შემდეგ სიმღერა დაიწყო, და რამდენიმე დისკიც ჩაწერა. როგორი მეკარეც იყო ისეთი მომღერალი დადგა აი ერთი ნიმუში.. https://www.youtube.com/watch?v=dSQw0IwCg1c

  • Norman Bates
    schedule 09 აგვ 2021, 17:21
    #2

    ეს ბრაითვაითივით იყო. ძაან ცუდად თამაშობდა, მაგრამ მონდომებული იყო

  • Maradona
    schedule 09 აგვ 2021, 17:12
    #1

    ეს კაცი ხო ვაფშე ცალკე მოვლენა იყო.