workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

მესი ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

  ლეო მესი შეწყვიტავს არდადეგებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამხანაგურ შეხვედრებში, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს გაიმართება. 28 ივლისს ის გაემართება ჩილეში, სადაც დაუპირისპირდება თავის მეგობარს, მარსელო სალასს. სალასი, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერა იტალიურ “ლაციოში” ააწყო, ივან სამორანოს მსგავსად, ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი ჩილელი ფეხბურთელია.

“ბლაუგრანას” ვარსკვლავი 31 ივლისს მექსიკაში გაემგზავრება, სადაც კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩში მიიღებს ონაწილეობას. გუნდებს ერქმევათ “მესის მეგობრები” და “დანარჩენი სამყარო”.

ფეხბურთის გარდა ლეოს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე ელის – თავისი მეგობრის, ანხელ დი მარიას ქორწილი, სადაც მესის გარდა იქნებიან გონსალო იგუაინი და ხავიერ მასკერანო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward