“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დანი ალვესმა, რომელიც ამჟამად “სან პაულუს” ღირსებას იცავს, კატალონიური გუნდიდან ლიონელ მესის წასვის შესახებ კომენტარი გააკეთა:
მესისა და ბარსას სიტუაციის გამო ძალიან ვწუხვარ. ახლა კარგი დრო არცერთი მხარისთვის არაა. ვფიქრობ, “ბარსა” ლეოს გარეშე ისეთი ვეღარ იქნება, რადგან გუნდი მასთან ერთად სულ სხვაა, მის გარეშე კი – სხვა. მაგრამ “ბარსა კვლავ “ბარსა” იქნება, მესი კი – კვლავ მესი.
ეს ორივესთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ, ჩემი აზრით, გამოწვევები უმეტეს შემთხვევაში უკეთესს გხდის, რადგან ისინი კომფორტის ზონიდან გამოსვლას გაიძულებს.
ალვესი დღეს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. “სელესაომ” ფინალში ესპანეთი დაამარცხა. დანიმ შეხვედრა სრულად ჩაატარა და საგოლე პასი მიითვალა.



barca leos gareshe iseti vegar iqnebao, magram barca kvlav barca iqneba da messi kvlav messio😁ragac mwerlebs gaeparat an aman scada wamagalfardovneba da gaemaza ddd
იცის და გრძნობს, როდის სად ითამაშოს. ყნოსვა აქვს ტიტულების მიმართ
აბა ბიჭო ამ ჩემისამ 43-ე ტიტული მოიგო თურმე. აი მაგის რეკორდს ნაღდად ვეღარ მოხსნის ლეო. სხვათა შორის მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ყოფილა.
დანი ჯიგარო ხარ!
რა იცი და ეხლა სალაჰი გადმოიყვანონ ან ვინმე რავი ნუ ჩამოგიყრიათ ყურები. ერთი რამ ფაქტი არის რომ გუნდს ახალი სისხლი ჭირდება და ძველი თუ არ გამოუშვი ახალს ვერ შეიყვანა
ხავიერ ტებას შენ დდს ტენა ბადრი შუბლაძემ ეს რა ჩაიდინე, ლაპორტა არაადამიანინხარ!!!!!!!!!!!!!
100%