workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Nike და Rakuten მესის წასვლის შემდეგ დიდ ფინანსურ ზარალს ელიან

Nike და Rakuten მესის წასვლის შემდეგ დიდ ფინანსურ ზარალს ელიან

ლიონელ მესის “ბარსელონადან” წასვლა მხოლოდ კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს არ ადარდებთ. დიდი კომპანიები, რომლებსაც კლუბთან დიდ ფინანსებთან დაკავშირებული კონტრაქტები აკავშირებთ, მოულოდნელი სიახლით შეშფოთებულები არიან. 

ჟურნალისტ მარკ მარბას ინფორმაციით კლუბის სპონსორებმა, Nike-მ და Rakuten-მა, “ბარსელონასთან” სასწრაფო მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. მათ კლუბთან და მესისთან ერთად არაერთი კამპანია ჰქონდათ დაგეგმილი, ამ ყველაფრის ჩაშლის შემდეგ კი მხარეები დიდი ფინანსური ზარალის მიღებას ელიან. 

ახლა კამპანიები განსხვავებული პირობებით ხელახლა უნდა დაიგეგმოს. დიდი ალბათობით, კლუბი და სპონსორები ნებისმიერ შემთხვევაში საკმაოდ დიდ თანხას დაკარგავენ. 

მესის წასვლა “ბარსელონას” დიდ ფინანსურ შეღავათს არც სახელფასო ფონდის კუთხით უწევს – ფეხბურთელებისა და სხვა თანამშრომლების ჯამური ანაზღაურება მაინც ზედმეტად მაღალია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Adrian
    schedule 06 აგვ 2021, 19:52
    #10

    მესის წასვლა რომ გაგვინახევრებს შემოსავალს მერე გამოვა ლაპო და იტყვის ჯობდა CVC ხელი მოგვეწერა და ლეო შეგვენარჩუნებიაო მაგრამ გვიანი იქნება უკვე

  • Barca1980
    schedule 06 აგვ 2021, 17:53
    #9

    ძალიან ბუნდოვანია ეს სიტუაცია , ლაპორტამ ძალიან დიდი სიბინძურე ჩაიფინა , ბართოზე დიდი ! წინასწარ იცოდა ყველაფერი , როგორც განვითარდებოდაა , ფარსი მოაწყო გრიზმანის გაცვლის მცდელობის , ერთადერთი მიზეზი ამ ყველაფრის არის ალბათ ის , რომ თვითონ ნახა თავისი თვალით , როგორ გააგდო მესიმ აჩკარიკა და სავარაუდოდ არ ჭირდება ასეთი წონის ფიგურაა , თავისი შავბნელი საქმეების გამო , რასაც ეს და პერესი ერთად გეგმავენ . გამოჩნდება ყველაფერი მომავალში . მესის კი , სადაც წავა , იმ გუნდს ვუბალეშიკებ , სანამ კარიერას დაამთავრებს , მანამდწ კი დაბრუნდებიან ლეგენდები ალბათ სახლში და დაიწებენ ახალი გუნდის შენებას .

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 06 აგვ 2021, 17:18
    #8

    უნდა გაეშვათ ფრანგები

  • Maradona
    schedule 06 აგვ 2021, 17:15
    #7

    მთავარია 50 წლის მერე ვიქნებით და ახლა სულ გვკიდია კაცო მიდი ლაპორტ უბერეე

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2021, 17:07
    #6

    აბა რა იქნება, ბარსაში რა გონიათ ლეოს მაისურებს კიდევ დიდხანს გააყიდინებენ საკუთარ მაღაზიაში. და ჯერ კიდევ სად ხართ.

    ციტატა: Griezzy7
    კარგი ძნელი გასააზრებელია მაგრამ წავიდა მესი, ეხლა ჩვენ რა გვეშველება? გრიზმანის დეპაის აგუეროს და ფატის იმედზე ვრჩებით? fearful ოთხივემ რო თავისი საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზოს მესი ოთხივეს ერთად აღებულს ჯობია….
    მოსაფიქრებელიაქ ლაპორტას რაღაცეები მაგრამ ვის მოიყვანს როცა კონტრაქტებს ვერ ახანგრძლივებს… რაღაც კარგ ამბავს შემოგთავაზებთ მალეო და ვნახოთ რაიქნება unamused იმედია დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებას არ შემოგვთავაზებს თორე ჩამოიშლება ჩემ თვალში ეგ კაცი smile

    ლაპორტაზეც როვთქვა ორიოდე სიტყვა, ჩემი აზრით სწორად მოიქცა იმ რაღაც კომპანიასთან თუ რაღაც *ლეობასთან რომ არ გააფორმა კონტრაქტი თუნდაც მესის გამო. 2 წელი და წავიდოდა მესი და გუნდი 50 წელი დაზარალდებოდა მერე. სწორად თქვა რო კლუბი ნებისმიერ ფეხბურთელზე ,,თუნდაც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელზე'' მაღლა დგასო. მომწონს ლაპორტას იდეოლოგია რასაც გუნდში თესავს თუნდაც გარსიაზე რაც გააკეთა, მე იმ ფეხბურთელში ფულს არ გადავიხდი ვინც უფასოდ დაგვტოვაო, ეს პატარებისთვის ცუდი მაგალითი იქნებაო. თუნდაც მორიბაზე რასაც აკეთებს, ძალიან ძალიან სწორია heart_eyes ერთადერთი რაშიც ვადანაშაულებ არის ის რომ აქამდე გარკვეული როგორ არ ქონდა რო ლალიგა ნებას არაძლევდა და სულ ტყუილად ჩამოიყვანა მესი. მანდაც შეიძლება ისეთი რაღაც მოხდა რისი გასაჯაროებაც არ უნდათ. ნუ ბევრი რამეა. ამხელა ამბავი კიდე იმიტომ ატყდა რო სულრაღაც ნახევარ საათში შეიცვალა ყველაფერი და მომზადებულები არვიყავით მიუხედავად ერთი წლის წინ განვითარებული მოვლენებისა


    დეპაის და აგუეროს გაფორმება კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

  • azulgerana
    schedule 06 აგვ 2021, 17:02
    #5

    ციტატა: Memphis Depay
    მაგრად მტკივა გული და რაც ხდება იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება 💖 მადლობა იმ დაუვიწყარი წლებისთვის და იმ სიხარულისთვის რაც მეფემ მოგვანიჭა წლები, ენითაღუწერელი წლები გვაჩუქა და ოქროს ასოებით ჩაეწერა ბარსას ისტორიაში. ვერ წარმომიდგენია მესის გარეშე ბარსელონა და ბარსელონა მესის გარეშე, ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია. თუმცა ჩვენმა საყვარელმა კლუბმა გადაიტანა, რივალდოს, რონალდინიოს და ბევრი ლეგენდის წასვლა, ამის მიუხედავად მაინც განაგრძო ტიტულების მოგება. მადლობა ლეოს და წარმატებები, ბარსა მაინც საუკეთესო იქნება და კიდევ ბევრ სიხარულს გვაჩუქებს ეს კლუბი 🤩🤩🤩🤩


    ხო მაგრამ ესე უტვინოდ არ ხდება. ფასი დაუდებელი ადამიანი ლეგენდა უფასოდ გაუშვეს გუნდიდან კი არ გაუშვეს გააჩუქეს და ეს ლაპორტას ბრალია ვისაც არ უნდა ამინდის ხელები

  • M10 S9 D11
    schedule 06 აგვ 2021, 16:53
    #4

    ცოტა ხანში ესენიც დაგვადებენ და დინამოსავით ბეთლაივებმა დაგვასპონსოროს მერე

  • f.c. barçelona
    schedule 06 აგვ 2021, 16:51
    #3

    აწი დედაც მო!@#ვნია ნაიკს, ლა ლიგას და ფეხბურთსაც !!! იჯდნენ და უყურონ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ჰოლანდიურ მზე ბარსელონას !!!

  • Memphis Depay
    schedule 06 აგვ 2021, 16:40
    #2

    მაგრად მტკივა გული და რაც ხდება იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან სრულდება 💖 მადლობა იმ დაუვიწყარი წლებისთვის და იმ სიხარულისთვის რაც მეფემ მოგვანიჭა წლები, ენითაღუწერელი წლები გვაჩუქა და ოქროს ასოებით ჩაეწერა ბარსას ისტორიაში. ვერ წარმომიდგენია მესის გარეშე ბარსელონა და ბარსელონა მესის გარეშე, ეს ყველაფერი ძალიან გულდასაწყვეტია. თუმცა ჩვენმა საყვარელმა კლუბმა გადაიტანა, რივალდოს, რონალდინიოს და ბევრი ლეგენდის წასვლა, ამის მიუხედავად მაინც განაგრძო ტიტულების მოგება. მადლობა ლეოს და წარმატებები, ბარსა მაინც საუკეთესო იქნება და კიდევ ბევრ სიხარულს გვაჩუქებს ეს კლუბი 🤩🤩🤩🤩

  • GUGU MSN
    schedule 06 აგვ 2021, 16:39
    #1

    ჯერ სად ხართ