კაპდევილიასა და ნოლიტოს გადაბირების შემდეგ, პორტუგალიური “ბენფიკა” კვლავ არ წყვეტს ესპანელი ფეხბურთელების მიზანში ამოღებას. ამჯერად მათ სამიზნედ “ბარსა ბ”–ში მოთამაშე ჯონათან სორიანო იქცა…
როგორც 2010/11 წლების სეზონის “სეგუნდა დივიზიონის” ბომბარდირთა დავის ლიდერის, ჯონათან სორიანოს აგენტმა განაცხადა, ფეხბურთელით დაინტერესებას პორტუგალიური “ბენფიკა” გმოხატავს. 25 წლის ფეხბურთელის სხვა გუნდში გადაბარგებაზე ბევრი ადამიანი სატრანსფერო სეზონის დაწყებამდეც საუბრობდა. მართალია სატრანსფერო სეზონი უკვე დაწყებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, სორიანო ჯერ კიდევ “ბარსელონაშია” და კვლავ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
როგორც ცნობილია, სორიანოთი ბევრი გუნდია დაინტერესებული, თუმცა მის სანაცვლოდ ბევრი ფულის გადახდა არავის სურს და მხოლოდ მისი იჯარის წესით აყვანაზე არიან თანახმანი. აქვე გეტყვით, რომ ლისაბონურ გუნდში “ბარსა ბ”–ს ყოფილი ფეხბურთელი, ნოლიტო თამაშობს. გასულ სეზონში სორიანომ და ნოლიტომ ერთად მეტოქეთა კარის დალაშქვრა 50–ჯერ მოახერხეს.

