ალექს კოლიადოს მომავალი ბუნდოვანია

ალექს კოლიადოს მომავალი ბუნდოვანია

“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევის, ალექს კოლიადოს მომავალი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია – მას კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის შეძენა “ბრიუგეს” სურს. ახლა კი, ცნობილი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს თანახმად, მათ ესპანელი მოთამაშის გადაბირებაში კონკურენციას “ანდერლეხტი” გაუწევს, რომელიც ბელგიის ჩემპიონატშიც “ბრიუგეს” მთავარი მეტოქეა.

როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, კოლიადო კარიერას ზემოხსენებული ორი ბელგიური გუნდიდან ერთ-ერთ გააგრძელებს თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რომელი მათგანი მოახერხებს ტრანსფერის განხორციელებას. ალექსს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    06 აგვ 2021, 10:04

    ამას ბრიუგეში უნდოდა რო ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშა და ახლა რა შეიცვალა? ანდერლეჰტიც გავიდა ლიგაზე?

  • ♛BaRcElOnA♛
    05 აგვ 2021, 20:32

    "ბარსელონას" ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი აცხადებს, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების მიუხედავად, ის კატალონიური კლუბის დატოვებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს.

    "რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" დარჩენა მინდა. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და თუ კატალონიელებს ჩემგან განშორება მოუნდებათ, მათ ჩემი გაგდება მოუწევთ.

    ვიცი, რომ "ბარსას" ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ახლა, მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. ყველაფერს თავისი დრო აქვს." – აცხადებს უმტიტი.

    "ბარსელონას" უმტიტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება იმიტომ სურს, რომ ფეხბურთელის გამსასყიდი თანხა მხოლოდ 60 მილიონი ევროა, მაგრამ როგორც ირკვევა, თავად ფეხბურთელი წასვლას არსად აპირებს.

    ეს სტატია 2018 წლით თარიღდება აი ზუსტად ის დროა მანჩესტერ სიტი 80 მილიონიან წინადადებას რომ უმზადებდა კლუბს და დღეს სულ რაღაც 3 წლის თავზე აღარავის და აღარაფერს უნდა :დდდ თან ეს ჩემისა სიტყვასაც ასრულებს

  • Don_Andresito
    05 აგვ 2021, 19:41

    ციტატა: El pistolero 9
    პირველ გუნდში შეტევაში ისეთი ამბებია რო რავი. გრიზმანიც თუ დარჩა საერთოდ. მესი, აგუერო, გრიზმანი, დეპაი, დემბელე, ფატი… ამის ადგილი აღარ რჩება შემადგენლობაში


    დემირი დაუმატე მაგათ, თან დემირიც ეგ პოზიციაა, მარჯვენა ვინგერი, ცაცია. დემირის არსაიდან ჩამოვარდნილმა ტრანსფერმა გაურთულა საქმე კოლიადოს

  • El pistolero 9
    05 აგვ 2021, 19:01

    პირველ გუნდში შეტევაში ისეთი ამბებია რო რავი. გრიზმანიც თუ დარჩა საერთოდ. მესი, აგუერო, გრიზმანი, დეპაი, დემბელე, ფატი… ამის ადგილი აღარ რჩება შემადგენლობაში

  • Norman Bates
    05 აგვ 2021, 18:39

    ციტატა: La Pulga10
    Norman Bates,
    კუმანი არაფრად ვარგა,მარა კოლიადოს,მორიბას და პუჩს ბევრად მირჩევნია ნიკო,დემირი და გავი,ვფიქრობ ჯობია ამათ მიეცეთ დრო და არა ზემოთხსენებულებს.


    მაგას ვნახავთ ვინ აჯობებს

  • La Pulga10
    05 აგვ 2021, 18:23

    Norman Bates,
    კუმანი არაფრად ვარგა,მარა კოლიადოს,მორიბას და პუჩს ბევრად მირჩევნია ნიკო,დემირი და გავი,ვფიქრობ ჯობია ამათ მიეცეთ დრო და არა ზემოთხსენებულებს.

  • Norman Bates
    05 აგვ 2021, 18:16

    პუჩი, კოლიადო, მორიბა, ეს სამივე წავა და ისევ 40 წლის ბუსკეცის და გადამწვარი პედრის იმედად დარჩება გუნდი. მწვრთნელი რომ მესით, გრიზმანით და დე იონგით კოპა დელ რეის ძლივს იგებს იმას საერთოდ მწვრთნელის ლიცენზია უნდა შეუჩერო