workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელჩე-ბარსელონა 0-17 – [VIDEO]

ელჩე-ბარსელონა 0-17 – [VIDEO]

გუშინ გამოჩნდა, რომ “ბარსელონას” ქალთა გუნდში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებს გუნდი არ დაუსუსტებია, ალბათ პირიქით.

ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯონათან ხირალდესის სადებიუტო მატჩში “ბარსა” “ელჩეს” დაუპირისპირდა. მეორელიგელ მეტოქესთან გუნდს იოლი გასეირნება რომ ელოდა, ეს თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ რამდენიმე ლიდერის არყოფნაში 17-0 მოგება მაინც ნამეტანია.

აღსანიშნავია 19 წლის კლაუდია პინას ჰეთ თრიქი. “ბარსას” სკოლის აღზრდილმა გასული სეზონი “სევილიაში” იჯარით გაატარა და “ბლაუგრანას” შედეგიანად დაუბრუნდა.

ჰეთ თრიქი გაიფორმა კიდევ ერთმა 19 წლის ფეხბურთელმა, ბრუნა ვილამალამ. დუბლებს დასჯერდნენ მარიონა კალდენტეი და კაპიტანი ალეშია პუტელიასი, ხოლო ბარტელმა, ჩრნგორჩევიჩმა, ჰანსენმა, აიტანამ, მინგესამ (ოსკარ მინგესას და), მელანიმ და მოლინამ თითო გოლი გაიტანეს.

სეზონის დაწყებამდე გუნდს დაუბრუნდება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიეკე მარტენსი და შეუერთდება ახალწვეული ფრიდოლინა როლფო, რომელიც მიმდინარე ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 06 აგვ 2021, 10:30
    #4

    ქალები კარგია, მაგრამ კაცები როდის ისწავლიან თამაშს.

  • Don_Andresito
    schedule 05 აგვ 2021, 17:34
    #3

    ამათმა დანდობა ვერ ისწავლეს?

  • MrPerkins
    schedule 05 აგვ 2021, 16:56
    #2

    ეს რა ნაზუქივით გოგოები გვყოლია…

  • El pistolero 9
    schedule 05 აგვ 2021, 13:38
    #1

    გაგიჭირდებოდათ…