workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი ზალცბურგთან შეხვედრის შემდეგ

რონალდ კუმანი ზალცბურგთან შეხვედრის შემდეგ

“ბარსელონა” პრესეზონის მე-4 შეხვედრაში “ზალცბურგთან” დამარცხდა.

“რედ ბულ არენაზე” კატალონიელები პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდნენ, ანგარიშის გათანაბრება კი 83-ე წუთზე შეძლეს. “ბარსამ” 7 წუთში გოლი საკუთარ კარში კიდევ ერთხელ მაინც მიიღო და ამხანაგურ მატჩებში პირველი მარცხიც იგემა.

წაგებული თამაშის შემდეგ კომენტარი ტრადიციულად რონალდ კუმანმა გააკეთა, რომელმაც სეზონის სტარტისთვის გუნდის სამზადისი და ამჟამინდელი ფორმა შეაფასა.

“მოსამზადებელ შეხვედრებში მთავარი მიზანი ფეხბურთელების ფორმის შეფასება და მათი გაუმჯობესებაა. წაგება არ მიყვარს, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ამ ტურნეს დაწყებიდან ერთ კვირაში შევძელით.”

“ჩვენმა მეტოქემ მაღალი ინტენსივობის თამაში შემოგვთავაზა, რაც სეზონის წინ მოსამზადებლად ჩვენთვის სასარგებლო იყო.”

“სამი მცველით თამაშმა წინა სეზონში გარკვეული წარმატება მოგვიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამავე სისტემით ახალ სეზონშიც ვითამაშებთ.”

“მიხარია, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებს დაუბრუნდენ. ჩვენ წარმატების მიღწევა და მათი გახარება გვსურს.”

“გამპერის თასზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა მოგვიწევს. ბარსელონაში მყოფი ფეხბურთელები შემოგვიერთდებიან და “იუვენტუსთან” უფრო ძლიერი შემადგენლობით წარვსდგებით.”

ლა ლიგის პირველ ოფიციალურ მატჩამდე “ბარსელონა” კიდევ ერთ წინასასეზონო შეხვედრას ჟოან გამპერის თასზე “იუვენტუსის” წინააღმდეგ, 8 აგვისტოს გამართავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 05 აგვ 2021, 13:29

    "სამი მცველით თამაშმა წინა სეზონში გარკვეული წარმატება მოგვიტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამავე სისტემით ახალ სეზონშიც ვითამაშებთ."
    გადადი ბიჭო 4-3-3 ზე ნუ გატანჯე ეს ბავშვები, ლა მასიელები ყველა ამ სისტემით გაიზარდა და შენ თავიდან უნდა ასწავლო თამაში? და განა მარტო ბარსა, ესპანეთის ნაკრებიც კი ასე გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამის ფოკუსნიკობამ დამღალა.

  • buskeci1
    schedule 05 აგვ 2021, 01:42

    Griezzy7,
    Ratomgac dzaan meimedeba am bichis.

  • buskeci1
    schedule 05 აგვ 2021, 01:30

    Griezzy7,
    Mogewona demiri dges?

  • Barca1980
    schedule 05 აგვ 2021, 01:28

    რონალდი ბიძია , კარგად დაიმახსოვრეე : დეკემბერში ბარგი ჩაალაგე , დამიჯერე , ჭიტლაყით გავარდები ბარსელონადან , მეტი არა მგონია ლაპომ შენი სიდებილე ითმინოს ! დეკემბრამდე ჩვენც გავუძლებთ როგორმე შენ ხისთავიანობას .

  • El pistolero 9
    schedule 05 აგვ 2021, 00:18

    დეიონგი დაცვაში საცოდაობაა სრულიად!!! ან რამ მოაფიქრა ეს 3-5-2??? 3-4-3ით მაინც ეთამაშა. 3 მცველიან ტაქტიკაში სამივე მცველს სპეციფიკური სტილი უნდა ჰქონდეს. ერთს ბურთი უნდა ამოჰქონდეს იდეალურად, მეორე ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოს და მესამე სწრაფი რომ დანარჩენი ორი პოზიციური შეცდომის შემთხვევაში დააზღვიოს. დეიონგი და არაუხო ორ კომპონენტს ნაწილობრივ აკმაყოფილებენ აი ლენგლე სრული ანომალიაა. ტიპი რაღაცნაირად მოუქნელია , პოზიციურად ხშირად ცდება, ერთი ერთზე კატასტროფაა და ნელია ძაან

  • kubla2000
    schedule 05 აგვ 2021, 00:14

    დამშვიდდით ხალხო ამხანაგური თამაშებია :დდ გუნდი ფორმაში შევა ნელნელა მთავარია კარგი ბიჭები გვყავს ახალგაზრდები გამოვარჩევდი ბალდეს და დემირს ამ თამაშიდანაც რამოდენიმე ისეთი მოძრაობა გააკეთა დემირმა სასიამოვნოდ გამაოცა , იგივეს ვიტყოდი ბალდეზე ფლანგიდან კარგად გაამწვავა ჩანს რო არ ეშინია ერთი ერთზე შეტევა , ზუსტად ეგეთი გარღვევები ქმნის გოლს ფლანგიდან რასაც დევისი აკეთებს.

  • azulgerana
    schedule 04 აგვ 2021, 23:45

    ლაპორტა რომ იმუქრებოდა ამის გაგდებით რატომ არ აგდებს

  • frenkie dejong21
    schedule 04 აგვ 2021, 23:40

    ოჰ ბატონ კუმანს წაგება არ ყვარებია 🤦🏻‍♂