წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 3 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
3 აგვისტოს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.
1960 წელი
“ბარსელონამ” “რეალ მურსიადან” ალფონსო როდრიგეს სალასი შეიძინა.
1982 წელი
“ბარსელონას” შემადგენლობაში დიეგო მარადონას დებიუტი შედგა. “მეპენთან” ამხანაგურ შეხვედრაში “ბარსამ” 5-0 მოიგო, მარადონამ კი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.
2008 წელი
რონალდინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგ “ბარსელონას” 10 ნომერი ლიონელ მესი გახდა.
2017 წელი
“პარი სენ-ჟერმენმა” ნეიმარის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა.
მაგარი დღეა
დაა არ არის ძალიან დატვირთული დღე, აგვისტოა შვებულებების პერიოდი.