Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის მომავალი, შესაძლოა, მალე გაირკვეს.
წყაროს ცნობით, პიანიჩის აგენტი ფალი რამადანი “იუვენტუსს” დაუკავშირდა, რათა ტრანსფერი დააჩქაროს. იგი დღეს ან ხვალ ტურინული კლუბის სპორტულ დირექტორთან, ფედერიკო ჩერუბინისთან შეხვედრას გეგმავს.
ასევე MD იტყობინება, რომ ახლა უკვე “იუვენტუსმა” უნდა გადაწყვიტოს, შეიძენს თუ არა პიანიჩს. “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ბოსნიელი შუახაზელის ტრანსფერზე თანახმაა. ამასთანავე, თავად მირალემის პრიორიტეტი სწორედ “იუვეში” დაბრუნებაა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ტურინელებმა პიანიჩის ტრანსფერის განსახორციელებლად ნახევარმცველი, სავარაუდოდ, აარონ რემზი უნდა გაყიდონ და მირალემმა ხელფასი უნდა შეიმციროს. თუმცა, 31 წლის მოთამაშემ მის აგენტს უკვე უთხრა, რომ “იუვენტუსში” დასაბრუნებლად ანაზღაურების შემცირებაზე თანახმაა.
ივარაუდება, რომ მირალემ პიანიჩი “იუვეში” გერმანული ტურნეს შემდეგ გადავა.
ეხლა ელოდე როდის გაყიდიან რემზის, საერთოდ თუ გაყიდეს და მერე როდის ეს წავა თუ წავა.
და ის ვეღარ გავიგე ყიდულობენ თუ იჯარით მიყავთ, თუ ყიდულობენ ალბათ 15-20 მილიონს შემოგვთავაზებენ როგორც ყოველთვის.
ხო
ტიპი ისეა იმედ გაცრუებული ხისთავაზე რომ თანახმაა იმ გუნდში სადაც გადასვლა უნდა (იუვენტუსი) თანახმაა ხელფასი იქაც დაიკლოს
ეს როგორ ვერ გამოიყენა
ისე რო დაუფიქრდე მართლა რა დებილია კუმანი პიანიჩი გყავდეს და ვერ გამოიყენო რავიცი
მთელი გულით უნდოდა ამას ბარსაში თავის კვალი დაეტოვა, მაგრამ როცა ფეხბურთელი ბოლო 5 წუთზე შემოგყავს და ორ კვირაში ერთხელ ათამაშებ, ის ვერასდროს გაივლის ადაპტაციას, გუნდის წევრი ვერ გახდება და ვერც რამეს ითამაშებს. ამისი წარუმატებლობაც კუმანის ბრალია