რონალდ კუმანი იუსუფ დემირით მოხიბლულია

რონალდ კუმანი იუსუფ დემირით მოხიბლულია

Mundo Deportivo-ს თანახმად, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი კლუბის ახალწვეულის, იუსუფ დემირის პერფორმანსით კმაყოფილია.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, ნიდერლანდელს მიაჩნია, რომ პრესეზონის მიმდინარეობისას ავსტრიელმა შემტევმა პირველ გუნდში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

“ბარსას” თავკაცის კმაყოფილება იმითაცაა აშკარა, რომ ჟერარ პიკესა და სერჟინიო დესტთან ერთად, წარმოშობით თურქმა, რომელმაც გუშინ გამართულ მატჩში სადებიუტო გოლიც გაიტანა, წინასასეზონო ამხანაგურ შეხვედრებში მოედანზე ყველაზე დიდი დრო გაატარა.

“ბლაუგრანამ” გუშინდელ დაპირისპირებაში “შტუტგარტი” 3-0 გაანადგურა – გერმანელთა კარი მემფის დეპაიმ, იუსუფ დემირმა და რიკი პუჩმა აიღეს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • nika 54
    02 აგვ 2021, 10:24

    ციტატა: ბართომეუს ბოტი

    ციტატა: me da barca
    წარმოშობით თურქიო და ეგრევე მივხვდი თუ ვინ იყო ავტორი.


    🤣🤣🤣


    მე გამიკვირდა, თავში რო დაწერა ავსტრიელი შემტევიო, როგორ წარმოშობით ხო თურქია თქო და მაშინვე გასწორდა "შეცდომა" ბოლოსკენ მაინც მიგვახვედრეს სადაური იყო "სინამდვილეში" დემოირი, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

  • ბართომეუს ბოტი
    02 აგვ 2021, 10:08

    ციტატა: me da barca
    წარმოშობით თურქიო და ეგრევე მივხვდი თუ ვინ იყო ავტორი.


    🤣🤣🤣

  • me da barca
    02 აგვ 2021, 00:17

    წარმოშობით თურქიო და ეგრევე მივხვდი თუ ვინ იყო ავტორი.

  • azulgerana
    01 აგვ 2021, 22:26

    Griezzy7,
    ბაზარი არაა მეც არ მჯერა ამ ტიპის

  • MARI=BARCA-fan
    01 აგვ 2021, 19:36

    ციტატა: vitorborbafereira
    მეც მომწონს 18 წლის არის და დაიხვეწება, უბრალოდ 2 ფაქტორია
    1.მესის პოზიციაზე ათამაშა გუშინ და საკითხავია რამდენად კარგი იქნება როცა ლეო დაბრუნდება და სხვა პოზიციაზე დააყენებენ

    2.მესის გარეშე გუნდში ყველა ნორმალურად თამაშობს და როცა ის მონსტრი დაბრუნდება ფიქრობ ყველას თამაში ავიწყდება კომპლექსდებიან და არამგონია ეს ბიჭი გამონაკლისი იყოს


    რატომ პედრი და ფრენკი არ დაკომპლექსდნენ? ან ფატი? ან თუნდაც მორიბა?