“ბარსელონას” ახალგაზრდა შემტევი, ალექს კოლიადო კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი მომდევნო კვირაში “ბარსადან” იჯარით რომელიმე არაესპანურ ევროპულ გუნდში გადავა.
პრე-სეზონის პირველი მატჩის შემდეგ, კოლიადომ განაცხადა, რომ “ბარსელონა ბ-ში” აღარ დაბრუნდება და პირველ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლებს, თუმცა რონალდ კუმანი მას აღარ ენდობა და შანსს უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებს აძლევს. გუშინდელ შეხვედრაში “შტუტგარტის” წინააღმდეგ ალექსი მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა.
ჟურნალისტის ცნობით, აქედან გამომდინარე, ესპანელმა გადაწყვიტა, ბედი ახალ გუნდში ცადოს. კოლიადოს იჯარით დამატების სურვილს რამდენიმე ევროპული კლუბი გამოთქვამს.
რომერო დასძენს, რომ ფეხბურთელის მომდევნო გუნდი არც გერმანული ან იტალიური იქნება.




nika 54,
ან სამარკანდული
ლა-მასიამ დროდადრო იცის ერთეულებით კი არა, მთელი თაობით აფეთქებები, ყოველ წელს კი არა, და ამიტომაა დიდი კონკურენცია! კოლადოს ამ თაობაში არ გაუმართლა, კარგი ბიჭია, მაგრამ არა უმაგრესი, დემირს ნამდვილად ვერ ამოაგდებს..
დიდია ალბათობა იმისა რომ დემირი დააწინაურონ იმიტომ რომ კოლიადოზე იყო თქმა და კუმანს დემირი მოსწონს უფრო ასე რომ ეს იქნება სწორი გზა რაც ხდება ამის გაიჯარება სადმე სხვაგან.. და დემირს დააწინაურებენ ან მინგესას პონტში იქნება ბარსა ბ წარმომადგენელი მუდმივად ბარსას ძირითად სიაში 23 კაციან განაცხადში
დაიწყება ლა ლიგა და ვნახავთ კუმანის "რჩეულებს"! ვინც არ უნდა იყოს დიდი იმედი მაქვს რომ ბავშვები გაამართლებენ, წარმატებები ყველას თავის გზაზე!!!
ან ბელგიური…
MARI=BARCA-fan,
და ვერც დემირი ვერავის ამოაგდებს
"მჯობზე მჯობი არ გამოილევაო"- ჭკვიანის ნათქვამია..
ლა-მასიამ დროდადრო იცის ერთეულებით კი არა, მთელი თაობით აფეთქებები, ყოველ წელს კი არა, და ამიტომაა დიდი კონკურენცია! კოლადოს ამ თაობაში არ გაუმართლა, კარგი ბიჭია, მაგრამ არა უმაგრესი, დემირს ნამდვილად ვერ ამოაგდებს..
იტალიას გერმანია ჯობს, ლევერკუზენი მაგალითად, აიაქსში კონკურენციაა და ცოდოა. და ესპანური რატო არა ვითომ? საქმე კიდე ასაკში არაა,22 წლისაა 29 ის ხომ არა კია ბარსა ბ თვის ეგ ასაკი დიდი მარა ბართომეუ მალკომების და ტრინკაოების ყიდვა გაყიდვით იყო დაკავებული ვის ეცალა ლა მასიისთვის. ნიჭიერი ბიჭია, ბ გუნდის ლიდერი, უბრალოდ დემირმა გადაწონა, იგივე პოზიციაა, ცაცია კარგი დარტყმით. ამიტო წავა. მარა არ უნდა დაკარგონ, იქნებ ქნას რამე
რა იჯარა დააწინაურეთ პირველ გუნდში აუ კუმან შენი დედაც
კაი ბიჭია ეს, მაგრამ ამის ტალანტობა არ გაიშვას :დ თავისი დრო მოჭამა, თუ წავა სხვა გუნდში და გაიბრწყინებს დააბრუნებენ, თუ არადა იყიდის ვინმე და დაგტოვებს.