პრესეზონის მესამე შეხვედრაში “ბარსელონამ” “შტუტგარტი” 3-0 დაამარცხა. გუნდი წინა ამხანაგურ თამაშებთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და 3 განსხვავებული სილამაზის გოლი შემოგვთავაზა.
ჟურნალისტებთან კომენტარი რონალდ კუმანმაც გააკეთა, რომელიც თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები პერფორმანსით კმაყოფილი იყო.
“თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ კარგად გამოვიყურებოდით ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურ წინასასეზონო მომზადება ჩვენზე ადრე დაიწყო. კარგი მომენტები გვქონდა, პირველ ტაიმში ორი მშვენიერი გოლი გავიტანეთ, მეორე ტაიმში კი შეხვედრის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის სტანდარტია, რომელიც ყველა თამაშში უნდა ვაჩვენოთ. წინ კიდევ 2 მოსამზადებელი კვირა გვაქვს, სანამ ესპანეთის ჩემპიონატი დაიწყება.”
“ჩვენ თამაშის საშუალება ბევრ ფეხბურთელს მივეცით და ვფიქრობ, სწორედ ის მივიღეთ, რაც გვსურდა.”
“დემირი? ის დიდებული ტალანტია. მას წინ დიდი მომავალი აქვს, ისევე როგორც იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებმაც დღეს ითამაშეს. კლუბის მომავლისათვის სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.”
“დეპაის პირველი გოლი დიდებული იყო. მანდ დღეს თამაშიდან პირველად გაიტანა და აჩვენა, რომ გრიზმანთან ერთად კარგად გამოიყურება. ორივე მათგანს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია და ვიმედოვნებ, მესი დაბრუნდება და შემოგვიერთდება.”
მომდევნო ამხანაგურ მატჩს “ბარსელონა” 4 ივლისს, “”ზალცბურგის” წინააღმდეგ გამართავს.
მინგესა მგელია
ამას საქმით ნოლი ჯერ არ ააქვს მოგებული
ამ განცხადებით ჩანს რო ძირითადი ტრიო დეპაი გრიზმანი მესი იქნება. ფატი დემბელე ჯერ არ არიან მზად, დემირი აგუერო სკამზე. ნახ.დაცვაში ისევ პედრი ფრენკი ბუსი, სკამზე ნიკო გავი პუჩი, თუ გაახანგრძლივა მორიბაც. პიანიჩი წავა, კოუ არ ვიცი. რობერტოც ხან დაცვაში ხან ნახევარდაცვაში, ორივეგან სკამზე. დაცვა არაუხო გარსია მგონია მარა ლენგლეს და პიკეს ისე ვერ დატოვებს. ისე მინგესასაც გავაიჯარებდი, თუ უმტიტიც დარჩა ცოდოა 6 მცველში კონკურენციისთვის
რიკიზე რომ არაფერი თქვა
თითქოს არ გაეტანოს
აბაა არაუხო ცხოველია კარგად გამოიყურებოდა დღეს
არაუხო კი მაგრამ მეორე ცენტრალური მცველი? პიკე ლენგლე უმტიტი ერთმანეთზე უარესები არიან
იქნებ გარსიამ ქნას რამე, უმტიტი გაგვასაღებინა ან ლენგლე და გვეყოფა ვინც გვყავს, აბა არავის დამმატებლები არ ვართ.
ბალდეს მესამე ალტერნატივად განიხილავს, ფაქტია ალბას რეზერვისტი დესტი იქნება ჯერ და მერე ბალდე. ჯანდაბას იყოს ეგრე, მარა 10 თამაში მაინც უნდა ბალდეს რო გაუშინაურდეს პირველ გუნდს, ლიგის ჯგუფის ბოლო ტური, ლა ლიგაში 3-4 იგრა და დანარჩენი თასზე. აი კოკიადოს კი მაგრად ვქომაგობ მარა მგონი დემირთან შანსი არ აქვს, ჯობს გააიჯარონ ესპანეთში, ბეტისში ან სადმე თორე ვერ მიიღებს სათამაშო დროს, არადა მაგრად მევასება, პროსტა კუმანს აშკარად დემირი ურჩევნია
ბალდე და კოლადო რატო არ ათამაშე შე ქინძო
Griezzy7,
აბაა არაუხო ცხოველია კარგად გამოიყურებოდა დღეს
დემბელემ, რობერტომ, ლანგლემ, კოუმ უნდა აა.ავ გუნდიდან.
ესეიგი დეპაი-გრიზმანი-მესის ტრიოს მივიღებთ
რას ერჩი, ასე განაგრძოს და ეგება დატოვოს ლაპორტამ გუნდში.