workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” კაპიტანს ფაბრეგასის უკან დაბრუნება სურს

“ბარსას” კაპიტანს ფაბრეგასის უკან დაბრუნება სურს

"ბარსას" კაპიტანს ფაბრეგასის უკან დაბრუნება სურს

“ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ესპანეთის ნაკრებში ვარჯიშის შემდეგ გაიმართა, განაცხადა, რომ მას უნდა ფაბრეგასის ბარსელონაში დაბრუნება. კატალონიელი მცველის თქმით ეს “შესანიშნავი” იქნება ესპანეთის ჩემპიონებისათვის.


“ძალიან მოხარული ვიქნები თუ ის დაბრუნდება, თუმცა იქ არის მწვრთნელი და არიან გულშემატკივრები, რომელთაც ძალიან უყვართ ცესკი.”

აღნიშნული პრესკონფერენცია მადრიდის ახლოს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა გამართეს.

“ცესკი შესანიშნავი ფეხბურთელია, და ეს არაჩვეულებრივი იქნება, თუ მას “კამპ ნოუზე” ვიხილავთ შემდეგ სეზონში. მე ძალიან ბევრი ველაპარაკე მას იმის შესახებ თუ რამდენ ფეხბურთელს სურს მისი ხილვა “ბარსას” გასახდელში. მისი გადმოყვანა განსაკუთრებით აქტუალურია მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე. ფაბრეგასი ძალიან პოპულარული ფიგურაა მთელს ბარსელონაში, რადგან ის ნამდვილი კატალონიელია.”

ესპანური საინფორმაციო რადიო “კადენას” სიტყვებით: “არსენ ვენგერი ძალიან უკმაყოფილოა ფაბრეგასის “ბარსელონაში” გადასვლის შესაძლებლობით და სწორედ ამიტომ დაასახელეს არარეალური ფასი, რომლის გადახდაც პრაქტიკულად შეუძლებელია.”

ფაბრეგასმა კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო და 16 წლის ასაკში “მეთოფეებში” გადაბარგდა. ხოლო ახლა მას კარიერის გაგრძელება “ბარსელონაში” სურს, რადგან ბოლო 5 წლის მანძილზე არსენალს არცერთი მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგია. ლიონელ მესისთან, ანდრეს ინიესტასთან და ჩავი ერნანდესთან ერთად კი ტიტულების მოგება გაცილებით იოლია.

soccerway.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward