ლეო მესის დასარეგისტრირებლად “ბარსა” სახელფასო ფონდის შემცირებას ყველანაირი გზით ცდილობს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, კატალონიელებს 9 ფეხბურთელის გასხვისება სურთ, რომელთა შორისაც რამდენიმე ყოფილი თუ ახლანდელი ვარსკვლავიცაა.
ჩამოთვლილ 9 ფეხბურთელს შორის ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე, მარტინ ბრეითუეიტი, კლემან ლანგლე, მირალემ პიანიჩი, ნეტუ, ემერსონი და მუსა ვაგე შედიან.
ნახსენები ფეხბურთელებიდან ორის გარდა ყველას წასვლა ლოგიკურია, ვინაიდან, მათ სატრანსფერო ჭორებზე აქტიურად იწერებოდა. ემერსონისა და დემბელეს საკითხი კი რთულად გადასაწყვეტი და შესასრულებელია. დემბელეს ხანგრძლივი ტრავმა აქვს, ასეთ მდგომარეობაში მისი შეძენა კი ძნელად წარმოსადგენია, რომელიმე გუნდს მოესურვოს. ემერსონი კი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ერთადერთი ტრანსფერია, რომელშიც “ბარსამ” ფული გადაიხადა. მისი გასხვისება კი უცნაური იქნება.
“ბარსელონა” ასევე მზადაა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე ხელფასის შემცირების საკითხზე უფრო სტაჟიან კატალონიელებსაც მოელაპარაკოს. მათ შორის სერჟი რობერტო, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი მოიაზრება. თუ მათთან მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა, არაა გამორიცხული წამსვლელთა რიგებს რომელიმე მათგანიც შეუერთდეს.
გრიზი და ემერსონი დატოვეეეეეეთ, რეეებს ბოდავთ!
კაით რააა კიდევ მორიგ ბართუშას სატრანსფერო დებილურ პოლიტიკას აგრძელებთ?
თქვენ რა გაგიჟდიით!
იმედია ლაპოს არ სძინავს
გრიზმანის მაგიერ უმტიტი და ეგაა
კი მაგრამ ალბამ ხო დაარტყა უარი?
ლაპორტ მესია თავისუფალი და რო დაგვეთრია კი გამოგვადგებოდა 2 სეზონი.🙃
ემერსონი რა შუაშია გასაშვებ ფეხბურთელებთან?
შეთითხნილი უაზრობა.ემერსონი,რატომ უნდა გაუშვა?მითუმეტეს თუ კუმანს მოსწონს.დემბელეს ზამთარში თუ გაუშვებ აბა ეხლა ტრამვიანი წნორის მილანსაც არ უნდა.გრიზმანი კიდევ თუ წავა ატლეტიკოში წავაო და შესაბამისი გაცვლა თუ არ იქნება მგონია არ გაუშვებენ.დანარჩენებუ გასაპანღურებლები არიან.
ამდენ ფეხბურთელს რო უშვებენ ვიღამ უნდა ითამაშოს მერე. კოუტინიო ლენგლე უმტიტი რობერტო პიანიჩი ბრაიტვეიტი ნეტუ ვაგე გრიზმანი ესენი გაყიდონ. ერთი ცენტრალური მცველი იყიდონ და ერთი ნახევარმცველი თუნდაც რენატო სანჩესი აიყვანონ იჯარით როგორც იწერებოდა ან საული იყიდონ ყველაზე კაი ვარიანტი ესაა მესი მოიყვანონ და ვსო მეტი არც გვინდა არავინ წელს ამ კრიზისის ფონზე