“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” 27 წლის ნიდერლანდელი შემტევი, მემფის დეპაი წარადგინა.
დღეს, მემფისმა კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც, ასევე, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პირობაც არის ჩადებული. მისი გამოსასყიდი თანხის ოდენობა 500 მილიონ ევროს შეადგენს.
ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ, ჟოან ლაპორტამ, რაფა იუსტემ, მატეუ ალემანიმ და, რა თქმა უნდა, თავად მემფის დეპაიმ პრესკონფერენციას გამართეს.
ლაპორტა:
მემფისი გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ფეხბურთელია, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. ჩვენ ასეთი ტიპის მოთამაშე გვჭირდებოდა. შეთანხმებას მივაღწიეთ, რადგან საკითხის მიმართ ორივე მხარე დადებითად იყო განწყობილი. მემფისის წარმომადგენებმა პირველივე მომენტიდან დააფიქსირეს, რომ “ბარსასთან” თანამშრომლობა სურდათ. ჩვენ გუნდში სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება.
დღეს, ჩვენ გავიფორმეთ დიდებული ფეხბურთელი და დიდებული ადამიანი, რომელიც დედის მიერ ასე კარგად არის აღზრდილი.
მემფისი:
ჩემთვის, დიდი პატივია, ვიყო აქ. დღეს, მე ბავშვობის ოცნება ავისრულე. ორივე მხარის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვიდა. მინდა, პრეზიდენტსა და ბორდს მადლობა გადავუხადო. კარგად მესმის თუ რა მასშტაბის კლუბია “ბარსელონა” და რამხელა გავლენა ჰქონდა მას ჩემზე ბავშვობისას. ბავშვობის ოცნების ახდენა 27 წლის ასაკში არის რაღაც საოცარი და ფანტასტიკური.
გუნდი ახალი სეზონისა და ახალი ტიტულებისთვის მზადაა. ასევე, ნდობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო მწვრთნელს. მან იცის რომ ნდობით, რომელსაც იგი ჩემ მიმართ იჩენს, კლუბის დახმარებას შევძლებ. ამაში ღმერთიც დამეხმარება.
ლაპორტა:
მემფისი:
მემფისი:
კითხვა ლაპორტას – როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან ხელფასების თაობაზე, რათა გუნდმა ახალწვეულებისა და ლიონელ მესის გაფორმება შეძლოს?
ლაპორტა:
მემფისი:
დარჩება თუ არა “ბარსელონაში” ანტუან გრიზმანი?
ლაპორტა:
გრიზმანს “ბარსასთან” ხელშეკრულება აკავშირებს, სანამ რამე არ შეიცვლება, იგი თამაშს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. მის მიმართ ინტერესის არსებობას ვერ უარვყოფთ, ეს მის მაღალ დონეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ფინანსური ბალანსი შევქმნათ, რათა რეგულაციების დაცვა შევძლოთ. ანტუანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემოთავაზებას განვიხილავთ, რადგან ფეარ პლეი უნდა დავიცვათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპეტენტუნარიანი გუნდის შექმნას არ ვაპირებთ.
ალემანი:
დარჩება თუ არა “ბარსელონაში” ლიონელ მესი?
მემფისი:
ლაპორტა:
იგი ყოველთვის ამბობდა, რომ აქ დარჩენა სურს. მოლაპარაკების პროცესი წინ მიიწევს, რაფა იუსტე და მატეუ ალემანი თავდაუზოგავად მუშაობენ. ეს არის ოცნება, რომლის ახდენაც გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ მან ისევ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელების გვერდით ითამაშოს, როგორიც მემფისია.
ამბავს, რომელიც ყველანი ველოდებით, აუცილებლად გაიგებთ, მაგრამ მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ ყველაფერი ადეკვატურად ვითარდება. აუცილებელია, რომ შედეგით ორივე მხარე კმაყოფილი იყოს. ახლა, ლეო დამსახურებულ შვებულებაშია, აქ არის მისი გუნდი, რომელიც კონტრაქტზე მუშაობს.
კითხვა მემფისს – რა როლი ითამაშა ტრანსფერში რონალდ კუმანმა?
დარჩებიან თუ არა “ბარსელონაში” მირალემ პიანიჩი და სამუელ უმტიტი?
ლაპორტა:
კითხვა მემფისს – როგორ შეაფასებთ ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად ლუი ვან გაალის დანიშვნას?
მემფისი:
იუსტე:
მინდა, მემფისის ოჯახს მათი ჩართულობისთვის მადლობა გადავუხადო.
ფეხბურთელები კლუბის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას გაგებით ეკიდებიან.
✍️ @memphis
💙❤️ #MemphisCuler pic.twitter.com/AXnyvjLdiQ— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) July 22, 2021
Contracte signat! ✅
Samarreta signada! ✅ pic.twitter.com/oxjfIbHMy2— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) July 22, 2021
Que bé que et queden aquests colors 💙❤️
😍 @Memphis 🔥 pic.twitter.com/99OI72BaMT— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) July 22, 2021
Following in the footsteps of Johan. pic.twitter.com/gQfi6o0QTB
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 22, 2021
🤹♂️ #MemphisCuler! pic.twitter.com/oUXh64vxph
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 22, 2021
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 22, 2021
Memphis Depay is unveiled as a Barcelona player at the Camp Nou 🔵🔴 pic.twitter.com/xXams67JWy
— B/R Football (@brfootball) July 22, 2021
ნომერი ბრეითვეიტის წასვლამდე არ გამოვა ალბათ, დემბელე რო არ წავა გასაგებია.
გასაშვები ხალხი უნდა გავყაროთ
ნეტუ(არაფერს ვერჩი ფულის გამო მხოლოდ), დაწინაურდება პენია
რობერტო(2 მარჯვენა მცველი გვყავს, ცენტრშიც აღარაა ამის ადგილი)
ლენგლე და უმტიტი( ამათ მიზეზი არ სჭირდებათ)
პიანიჩი და კოუტინიო( ორივეს მაღალი ხელფასი აქვს, ბარსას არცერთი გამოადგა)
დემბელე ( სუფთა ***)
ბრაიტვაიტი ( გუნდში მისი ადგილი აღარ არის)
სტამბაში ჩავარდა რიგორც ჩანს.
ჯანბაზის შორტები.
ბურთს მაინც კენწლის წესიერად