“ბარსელონას” ფრანგი ფეხბურთელების, ანტუან გრიზმანისა და კლემან ლანგლეს მომავალი კვლავ გაურკვეველია.
TV3-ის ინფორმაციით, ანტუან გრიზმანმა იცის, რომ კატალონიურ კლუბს მისი გასხვისება სურს, რისი მიზეზიც რთული ეკონომიკური მდგომარეობაა – “ბარსამ” სახელფასო ფონდი უნდა შეამციროს, ფრანგს კი მაღალი ანაზღაურება აქვს. დიდი შანსი იყო, 29 წლის ფეხბურთელი “ატლეტიკოში” დაბრუნებულიყო, რისი წინააღმდეგიც არც თავად იქნებოდა, თუმცა, უკანაკსნელი ინფორმაციის მიხედვით, “ბარსა” და “როხიბლანკო” გრიზმანი-საულის გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ.
მსგავსი სიტუაციაა ლანგლეს შემთხვევაშიც. წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი მის გაშვებას აპირებს. თავად ფეხბურთელს კი “კამპ ნოუდან” აბარგება არ სურს, თუმცა იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება, რადგან რონალდ კუმანი პიკეს, გარსიასა და არაუხოს მიანიჭებს უპირატესობას. კლემანის შეძენით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან.




ბართო გაუცვლიდა საულში და პლუს ფულსაც დაუმატებდა.
ხოდა თუ იციან, რო ძირითადს მოაცილებენ ადგნენ და დაიკლონ ხელფასი რა უბედურებაა, თითქოს ბარსას ძალიან ერთგულები იყვნენ ის იბრძვიან დასარჩენად, ამ დროს მარტო ხელფასზე ფიქრობენ? დასვან სკამზე და ვნახავ ვინ წაიყვანს უთამაშებელ ფეხბურთელებს.
გრიზი დატოვეთ, ლენგლემ ააცვას!!!
ვიცი რომ ლაპორტა ლენგლეს "კუდიგორის გზას" გაუყენებს..დ:))
და ლენგლეს მომავალი რაღატოა გაურკვეველი?! აქამდე ვერ მოახერხა ლაპორტამ, რომ სადმე თუნდაც ძალიან იაფად გაყიდოს?!