workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა დაცვაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

ბარსელონა დაცვაში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

“ბარსელონა” დაცვის ხაზში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას აპირებს.

კატალონიური კლუბი სახელფასო ფონდის შემცირებას კვლავ ცდილობს, რისთვისაც მოთამაშეების გაყიდვაა საჭირო. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსა” მზადაა, ტრანსფერზე კლემან ლანგლე, სამუელ უმტიტი და სერჟინიო დესტი დააყენოს.

ლანგლე გასულ სეზონში არადამაჯერებელი იყო, რის გამოც “ბლაუგრანას” მისი გაშვება სურს და კლუბმა ფეხბურთელს ეს უკვე აცნობა. ფრანგს გუნდიდან წასვლა არ უნდა, თუმცა მიმდინარე კვირაში “ბარსას” წარმომადგენლებთან შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც შესაძლოა, მისი გაშვების საკითხი გადაწყდეს. 26 წლის უკანახაზელის მსურველები “ტოტენჰემი” და “არსენალი” არიან.

“ბარსა” შემოთავაზებებს სერჟინიო დესტის შესახებაც მოისმენს. ამერიკელი გასულ სეზონში არადამაჯერებელი იყო და, როგორც ჩანს, კატალონიური გრანდი ფსონს ემერსონზე გააკეთებს, რომლისაც რონალდ კუმანს ძალიან ეიმედება. დესტის შეძენა “ბაიერნსა” და მილანის “ინტერს” სურთ. 

სამუელ უმტიტის გაშვება “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფრანგს მაღალი ხელფასი აქვს, რომლის შემცირებაზეც უარს აცხადებს. აქამდე უმტიტი წასვლაზე უარს ამბობდა, თუმცა, როგორც Sport იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელი ხვდება, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურით თამაში პრაქტიკულად არ მოუწევს და თანახმაა, გუნდი იჯარით დატოვოს. სამუელის დაბრუნება “ლიონს” სურს, თუმცა ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება. ბევრი რამ თავად მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული. 

ხსენებული სამივე ფეხბურთელის გასხვისების შემთხვევაში, “ბარსა” მრავალმხრივი უკანახაზელის შეძენაზე იმუშავებს. პრიორიტეტი ცაცია ცენტრალური მცველი იქნება, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას პერიოდულად ჟორდი ალბასაც შეცვლის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • MARADONA1968
    schedule 19 ივლ 2021, 20:40

    უმტიტი ლენგლე ბრაითა პიანიჩი გაყიდონ! დესტზე არც იფიქრონ გაყიდვაზე
    კოუ დარჩეს აღარაა საჭირო სხვა შემტევ ნახევარმცველზე ფიქრი.
    კოუს და ბევრ ზოფიერთებსაც, კაი მწვრთნელი მოხოდავდა, მარა ვალიკოს და მწყემსი კიკეს ხელში მთლა დაშტერდნენ, კუმანის ხელში მე პირადად რაიმე პროგრესს ვერ ვხედავ!
    იმედი მაქვს ლაპო სასწაულს მოახდენს ახლ სეზონში! შემოდგომაზე გააძრობს ახალ მწვრთნელს, როგორც დაუანონსა კუმანს.
    კულეებო, კლუბის დაძირვის დასასრულია (ბართომეუს პერიოდის დღემდე) და ბასას აღორძინების დასაწყისი!

  • nika 54
    schedule 19 ივლ 2021, 18:43

    რავიცი, ეს დესტი ხან უნივერსალია და ალბასაც შეცვლისო, ხან უნდა გავყიდოთო.

  • rivaldo80
    schedule 19 ივლ 2021, 17:58

    წესით ემერსონი სკამიდან არ აყენებს დესტს თუ ისევ ისე უნიჭოდ ითამაშაა

  • Don_Andresito
    schedule 19 ივლ 2021, 16:12

    ციტატა: La Pulga10
    დესტისგან რა უნდათ?რობერტოა ცოცხალი მძორი.დესტი 20 წლის ბიჭია დიდი პოტენციალით,დე იონგი თავიდან,რომ გადმოვიდა არ გამოუვიდა სეზონი და რა,ეხლა კი დაფრინავს.


    იასნა დესტს არ უნდა შეეხონ უბრალოდ ფულის თემაა რა, 25 მილიონად კი გაიყიდება დესტი და მაგიტო ალბათ. რობერტოში 10 საც არავინ გადაიხდის.ლენგლეც გაიყიდება 25 ად და ალბათ შეკრული 50 მილიონით უნდათ ვინმე. ალბას დუბლიორი და ცენტრალური მცველი ერთდროულად რთული მოსაძბნია, სწრაფიც უნდა იყოს, მაღალიც, მატიე რო იდგა მარცვნივ ეგრე მძორივით არ უნდა იდგეს. ლაპორტე ყველაზე კარგი ვარიანტია, უთამაშია მარცხნივაც იშვიათად მარა მინაახვს სიტიში. ნელია მარა როგორც ცენტრი კარგი მOთამაშეა. აიაქსს ყავს ლისანდრო მარა ეგ მცველი არ მომწონს, რომანიოლიც ვერაა ფლანგზე გამოსადეგი ისე კია კარგი მცველი. რჩება ერმოსო ატლეტიკოდან რომელიც ასევე ორივეა პოზიციურად მარა გრიზმანის ტრანსფერში მაგის ჩართვა ბარსამ არ მოინდომაო და რა ვიცი. რობერტო თუ უნდოდა პეპს (მეეჭვება მარა მაინც) ლენგლეც ენდომება, პასი კი აქვს და პეპისთვის ეგ პრიორიტეტია. მივცეთ ორივე და ლაპორტე წამოიყვანოთ და ეგ იქნება. 10-15 რობერტო 25-30 ლენგლე და ჯამში არც ლაპო ღირს მეტი. ზატო უფრო საიმედოა, ცოტა ტრავმიანი მარა მაინც.

  • La Pulga10
    schedule 19 ივლ 2021, 14:13

    დესტისგან რა უნდათ?რობერტოა ცოცხალი მძორი.დესტი 20 წლის ბიჭია დიდი პოტენციალით,დე იონგი თავიდან,რომ გადმოვიდა არ გამოუვიდა სეზონი და რა,ეხლა კი დაფრინავს.

  • Nikabedinadze
    schedule 19 ივლ 2021, 14:08

    დესტი ამ სიაში ზედმეტია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 ივლ 2021, 13:44

    დესტს თითი არ დაედოს და რობერტოს გაასხმევინეთ

  • M10 S9 D11
    schedule 19 ივლ 2021, 13:38

    დესტს თავი დაანებეთ რობეტო რო აგდია გუნდში დესტს რატო უნდა უშვებდე უმტიტი და ლენგლე კი ბატონო ააცმევინეთ ორივეს

  • NEYBarca
    schedule 19 ივლ 2021, 13:09

    ერთი ბოტმანი მეგულება კარგი ცაცია მცველი , სხვები არ ვიცი …