workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სად ითამაშებს “ბარსელონა” “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის დროს?

სად ითამაშებს “ბარსელონა” “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის დროს?

ახლო მომავალში “ბარსელონა” პირველი გუნდის საშინაო მოედნის, “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციას გეგმავს. სამუშაოების მიმდინარეობის დროს, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, შესაძლოა, მოედანზე თამაში ვერ მოხერხდეს და “ბარსას” ფეხბურთელებს დროებით გადანაცვლება დასჭირდეთ. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში კლუბი ახლადგახსნილ “ესტადი იოჰან კრუიფზე” გადაბარგდება, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ქალთა გუნდისა და ორი ახალგაზრდული გუნდის შეხვედრებს მასპინძლობს. 

“იოჰან კრუიფი” სულ 6 000 მაყურებელს იტევს. 

ალტერნატიული ვარიანტი მონჟუიკში მდებარე ოლიმპიური სტადიონია – ამ არენაზე 1997-2009 წლებში “ესპანიოლი” თამაშობდა, ამის შემდეგ კი იქ მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი არ გამართულა. ოლიმპიურ სტადიონს 60-ზე მეტი გულშემატკივრის დატევა შეუძლია, რაც “კრუიფის” მაჩვენებელს ბევრად აღემატება, თუმცა “ბარსელონაში” ეს ვარიანტი დიდად არ ხიბლავთ და მიიჩნევენ, რომ იქ გადასვლა პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. 

“კამპ ნოუს” რენოვაცია Espai Barca-ს პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მნიშვნელოვანი ნაწილია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 18 ივლ 2021, 21:15
    #3

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    კამპ-ნოუ მგონი 80 000-იანია..
    რაღა ეხლა იწყებენ, არ შეიძლებოდა რომ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციის გამო ერთი წლით ეს პროექტი გადაეწიათ, ცოტა მაინც ამოისუნთქავდა ბიუჯეტი..
    რა ვიცი, 2 მილიონსაც მისტირიან ტრანსფერების დროს და ვინც იყიდა იმათაც ვერ არეგისტრირებს,
    და ეგ ეშლება ეხლა ლაპორტას???
    თან ხელფასების დაკლებაზე აქვს კიდევ ორომტრიალი..ძალიან უცნაურია…


    კამპ ნოუზე 99 354 მაყურებელი ეტევა.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 18 ივლ 2021, 19:46
    #2

    კამპ-ნოუ მგონი 80 000-იანია..
    რაღა ეხლა იწყებენ, არ შეიძლებოდა რომ კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციის გამო ერთი წლით ეს პროექტი გადაეწიათ, ცოტა მაინც ამოისუნთქავდა ბიუჯეტი..
    რა ვიცი, 2 მილიონსაც მისტირიან ტრანსფერების დროს და ვინც იყიდა იმათაც ვერ არეგისტრირებს,
    და ეგ ეშლება ეხლა ლაპორტას???
    თან ხელფასების დაკლებაზე აქვს კიდევ ორომტრიალი..ძალიან უცნაურია…

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2021, 15:08
    #1

    ესენი რას ბოდავენ, ძლივს მაყურებელი უნდა დაუშვან სტადიონზე და ამათ 6 ათასი მაყურებლით უნდათ ფულის გაკეთება.