“ბარსელონას” ფეხბურთელი, უსმან დემბელე, პარიზში გაემგზავრა – ინფორმაციას AS-ისა და TV3-ის ჟურნალისტი ჩავი მიგელი ავრცელებს. 24 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის დედაქალაქში იმკურნალებს.
დემბელემ ტრავმა ევრო 2020-ის მიმდინარეობისას, 29 ივნისს მიიღო, გამოჯანმრთელებას კი სავარაუდოდ 4 თვე დასჭირდება. უსმანს ოპერაციას ფინელი სპეციალისტი, ლასე ლამპაინენი ჩაუტარებს, რომელმაც მას იგივე ტიპის დაზიანებისთვის გასულ წელსაც უმკურნალა.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელების უმრავლესობა კლუბის სისტემაში მკურნალობას საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს. ამ დროისთვის, 4 ტრავმირებული მოთამაშიდან ბარსელონაში მხოლოდ ერთი იმყოფება.
დემბელეს პარიზში “ბარსას” წარმომადგენელიც გაყვება, რომელიც გამოჯანსაღების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ფრანგი მოთამაშე ესპანეთში მაშინ დაბრუნდება, როცა სავარჯიშოდ მოედანზე გასვლა შეეძლება.
ბარემ რო დარჩეს არა?
დეპორტი სასწრაფოდ და დარჩეს იქვე ბარემ ეგ ტრამვბელე ექიმების საცდელი
ხალხმა კორონა მოიშორა და ბარსამ ეს ჯერ ვერა
ეს მაგარი შეტენეს ბარსას რა
როცა დემბელს ეხება საქმე იქ დროის ათვლა აშკარად შეჩერებულია თორე სულ 6 წელი რანაირად აქვს კონტრაქტით დარჩენილი ამ დედაშეზანგულს
4 თვე მანამდე დაიწერა 1 თვის წინ და არ აკლდება?
დარჩი დემბო,ისედაც ბევრი გააკეთე ბარსასთვის,😂
დემბელეს პარიზში "ბარსას" წარმომადგენელიც გაყვება, რომელიც გამოჯანსაღების პროცესს მონიტორინგს გაუწევს. ფრანგი მოთამაშე ესპანეთში მაშინ დაბრუნდება, როცა სავარჯიშოდ მოედანზე გასვლა შეეძლება.
ბილეთებსაც ხო ბარსა აუღებს აუცილებლად ორივეს?