workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მემფის დეპაი: ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნება იყო

მემფის დეპაი: ბარსელონაში თამაში ჩემი ოცნება იყო

მემფის დეპაი არა მარტო საფეხბურთო მოედანზე, არამედ მის მიღმაც ძალიან გამორჩეული და ექსტრავაგანტული ფიგურაა.

ჩაცმის სტილით და მუსიკალური შემოქმედებით ნიდერლანდელს სხვა ფეხბურთელებისაგან მარტივად გამოარჩევთ.

მან ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ბავშვობაზე, ძველ ოცნებებსა და “ბარსელონაში” თამაშზე ისაუბრა:

“ბავშვობაში ისეთ რეპერებს ვუსმენდი, როგორებიც 50 Cent და Tupac იყვნენ. სწორედ ისინი შთამაგონებდნენ და მომავალში საკუთარი სიმღერების გამოშვების სურვილს მიჩენდნენ. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს შევწირე და მცირე ნაწილი მუსიკასაც დავუთმე. ჩემი სიმღერები ბევრ ხალხს მოსწონს და უსმენს.”

“ფეხბურთის თამაშს ცხოვრების უდიდესი ნაწილი მიაქვს. სპორტს ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან მივუძღვენი. უამრავი შეჯიბრების გამო ზოგჯერ ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. სწორედ ასეთი სირთულეები წარმოადგენს სპორტის უარყოფითი მხარეს.

“უპირველესი მიზანი, რაც “ბარსელონაში” ჩასვლის შემდეგ მაქვს, სწრაფი ადაპტაციაა. ახალი სახლი უნდა მოვძებნო და იქაურ გარემოს მოვერგო. პირველ რიგში, იქ მყუდრო სახლის პოვნა მინდა.”

“ნიდელრანდების ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში უდიდესი სიამაყე იყო. ბავშვობაში ეროვნული ნაკრების ფებხურთელების ყურება ძალიან მსიამოვნებდა. მათ ადრე გვკითხეს კიდეც, სად მოვისურვებდით მომავალში თამაშს. ყველამ სხვადასხვა კლუბი დაასახელა, მე კი ნიდერლანდების ნაკრები ვუპასუხე.”

“ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშისას სულ სხვაგვარი ატმოსფერო სუფევს სტადიონზე. ამ დროს მთელი ქვეყანა შენ გგულშემატკივრობს. კლუბში თამაშისას კი ფანები ქალაქებად არიან დაყოფილნი.”

“მე უმამოდ გავიზარდე. ბაბუაჩემი მამასავით იყო, მან ყველაფერი მასწავლა, ის ყოველთვის მხარს მიჭერდა. ამ ყოველივეს გამო ბაბუას უდიდეს პატივს ვცემ.”

“საბოლოო ჯამში შრომა ყოველთვის ფასდება. სპორტში არსებობს ის მომენტიც, როცა შენი ოცნებები სრულდება, სწორედ ასე ხდება ჩემს შემთხვევაშიც, “ბარსელონაში” თამაში ჩემი ახდენილი ოცნებაა.”

მემფის დეპაი “ბარსელონამ” თავისუფალი აგენტის სტატუსით “ლიონიდან” დაიმატა. კლუბმა ნიდერლანდელთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 17 ივლ 2021, 14:10

    თუ ვერ ითამაშებს, სიმღერით მაინც გაართობს გუნდს.

  • MARADONA1968
    schedule 17 ივლ 2021, 11:21

    ხოდა სეზონში გარეპავს, გოლებით

  • La Pulga10
    schedule 17 ივლ 2021, 10:59

    კაი გამოქლიავებული ჩანს,მარა მთავარია ფუტბალი ითამაშოს საკაიფოდ.მწვრთნეკი ბულდოგაა და მაგას ჰოლანდიელებზე ეხსნება.

  • ika9101
    schedule 17 ივლ 2021, 07:29

    არ მევასება ასეთი გამოწკეპილი ტიპები.
    თან რეპს ვუსმენო ყველაზე ცუდ ჟანრს ჩემთვის. იმედია ფეხბურთელად გამოდგება.

  • lesane C
    schedule 17 ივლ 2021, 02:45

    ვა რეპს თუ აწვებოდა ნაღდად არ ვიცოდი

  • cruyff9
    schedule 17 ივლ 2021, 01:13

    მოიხოდე ძერსკო კაცო❤️