Marca: ბარსელონამ ნეტუს თაობაზე ორი შეთავაზება მიიღო

Marca: ბარსელონამ ნეტუს თაობაზე ორი შეთავაზება მიიღო

“ბარსელონას” 31 წლის მეკარე, ნეტუ მურარა, კატალონიურ კლუბში დარჩენასთან ახლოსაა, წერს Marca.

მადრიდული გამოცემის ცნობით, ფეხბურთელს სხვა გუნდში გადასვლა და სტაბილური სათამაშო დროის მიღება სურს, ამიტომაც, “ბარსელონას” გაშვება თხოვა. კლუბმა მის თაობაზე ორი შემოთავაზება მიიღო, ერთი პრემიერ ლიგიდან, ერთიც სერია A-დან, თუმცა “ბარსამ” ორივე წინადადებაზე უარი თქვა.

“ბარსას” სურს, რომ ნეტუს ტრანსფერიდან, მინიმუმ, 13 მილიონი ევრო მიიღოს. გუნდის პირველი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ტრავმირებულია და სეზონის სტარტს გამოტოვებს. შესაბამისად, კატალონიური კლუბის სურვილს ნეტუს ტრანსფერიდან მისი შესაბამისი შემცვლელის შეძენისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მიღება წარმოადგენს. რაც შეეხებათ ინიაკი პენიასა და არნაუ ტენასს, კლუბის აზრით, ამჟამად, ისინი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან.

ინგლისურმა და იტალიურმა კლუბებმა “ბარსელონასთან” შეთანხმება ვერ შეძლეს. იმ შემთხვევაში თუ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სათანადო შემოთავაზება არ გამოჩნდება, მომდევნო სეზონში ნეტუს კვლავ “ბარსას” მაისურით ვიხილავთ, რისი ალბათობაც, ამ მომენტისთვის, მაღალია.

ტრავმის გამო, ტერ შტეგენმა გასული სეზონის საწყისი ეტაპიც გამოტოვა. ნეტუმ, ჯამში, 12 შეხვედრაში ითამაშა, გაუშვა 8 გოლი და კარი მშრალად 6-ჯერ შეინახა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • Erekle
    14 ივლ 2021, 13:26

    Ebijo gaushcan

  • nika 54
    14 ივლ 2021, 12:24

    ციტატა: Don_Andresito
    "ბარსელონას" 31 წლის მეკარე, ნეტუ მურარა, კატალონიურ კლუბში დარჩენასთან ახლოსაა, წერს Marca.


    არადა ჩვენ რო გვყავდეს საყიდელი ხო დაგვიდებდნენ ფასს 30 მილიონს.

  • Don_Andresito
    14 ივლ 2021, 11:55

    ციტატა: El pistolero 9
    მამენტ დარჩენაც არაა ცუდი. საიმედო კიპერი გვეყოლება სკამზე. უბრალოდ ცოდოა ტიპი მარტო კოპას თამაშობს


    კოპაც აღარ ათამაშა კუმანმა, ბოლოს შტეგენი იდგა სულ. იანვარეი უნდა გაეყიდათ თუ ფული უნდოდათ. წელსაც ეგრე უნდა ქნან, სათამაშო დრო ექნება და ფასიც ავა იანვისთვის. მარა 13 სისულელეა. 6-7 ზე მეტს არავინ მოგვცემს

  • El pistolero 9
    14 ივლ 2021, 11:48

    მამენტ დარჩენაც არაა ცუდი. საიმედო კიპერი გვეყოლება სკამზე. უბრალოდ ცოდოა ტიპი მარტო კოპას თამაშობს

  • Pirat❤️💙
    14 ივლ 2021, 00:19

    ბს გუნდის მეკარე დავაწინაუროთ

  • MARI=BARCA-fan
    14 ივლ 2021, 00:14

    წარმატებას ვუსურვებ სადაც არ უნდა წავიდეს!!!

  • Albicelecte
    13 ივლ 2021, 23:38

    გზა დავულოცოთ რომელიმე წესიერი გუნდის ძირითად მეკარედ თამაშისათვის