კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ახალი ვარცხნილობით ჩანს, მოკლე თმა აქვს, წვერგაპარსულია და თან წარწერას ურთავს: “უფრო ახალგაზრდა”.
ამ ფაქტს ესპანეთის ნაკრებში “ბარსას” 3-იანის ყოფილი თანაგუნდელი, იკერ კასილიასი გამოეხმაურა და კომენტარებში დაწერა: “სულელი”.
“რეალის” ლეგენდარული მეკარე ერთადერთი არაა, რომელმაც პიკეს ახალ იმიჯზე იხუმრა – ასევე “ბარსელონელმა”, რიკი პუჩმა სოციალურ ქსელში მას შემდეგი რამ დაუწერა: “ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეს ჰგავხარ”.
ჟერარის ფოტოზე არსებული სხვა კომენტარებიც მსგავსი მნიშვნელობისა იყო და იმაზე მიუთითებდა, რომ კატალონიელი ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება.
გაეხუმრა ხო არ უგინებია რა პრობლემა თუ გაეღადავა?
პუჩი რომ თანაგუნდელს დატროლავს ის არაა დასარჩენი და იმას იცავთ? ამას ალენია არასდროს არ იკადრებდა!
ხო რა, მანჩესტერში რო იყო ზუსტად ისეთია.