workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმ ფეხი გამოყო… ფაბრე “არსენალში” უნდა დარჩესო

კუმ ფეხი გამოყო… ფაბრე “არსენალში” უნდა დარჩესო

პირველი რეაქცია, რაც ალექსანდრ გლების კომენტარის შემდეგ მქონდა იყო კითხვა, რომელსაც საიტზე ვერ დავწერ, რადგან ბარსამანიაზე ცენზურა არასდროს ირღვევა. შემდეგ გადავწყვიტე ეს ყველაფერი ეთიკის ფარგლებში მომექცია და თქვენთვის შემომეთავაზებინა. 

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელების გარდა, ყველა ურჩევს სესკ ფაბრეგასს “ბარსელონაში” გადასვლას. თუმცა ალექსანდ გლები ფიქრობს, რომ კატალონელი უნდა დარჩეს არსენ ვენგერთან, რადგან იქ უფრო მეტი ტიტულის მოგების შანსი ექნება. რა სასაცილოა არა?

“ხშირად ვესაუბრები სესკს და ვიცი მისი სურვილი. ფაბრეგასსაც და კლიშისაც ვურჩევ “არსენალში” დარჩენას. მე რომ მათ ადგილას ვიყო, აუცილებლად დავრჩებოდი ლონდონში”–განაცხადა ჰლებმა.

შემდეგ ჰლებს თავხედობაც ეყო და იმის თქმაც კი იკადრა, რომ “არსენალში” უფრო მეტ ტიტულს მოიგებს ვიდრე “ბარსაში”.

“სეკს ძალიან კარგი შანსი აქვს მოიგოს ტიტულები “არსენალთან” ერთად!”–დაამატა ბელორუსმა.

ეს, კი იმის ფონზე, რომ წლებია “მეთოფეები” ვერ ახერხებენ ერთი ტიტულის მოგებასაც კი. და ამ დროს რა ხდება “ბლაუგრანაში”??? რომელი ერთი ჩამოვთვალოთ : მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი თუ ლა ლიგა?? იქნებ ჩემპიონთა ლიგა? არა, არა ბელორუსს ესპანეთის სუპერ თასი უნდა შევახსენოთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მოიგო “ბარსამ”.

წყარო:www.sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward