workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ყოველდღიურად 100 000 ევროს კარგავს | L’Equipe

მესი ყოველდღიურად 100 000 ევროს კარგავს | L’Equipe

30 ივნისს, ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი გახდა და, მას შემდეგ, ყოველდღიურად სერიოზული ოდენობის თანხას კარგავს. ამ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

არგენტინელის წლიური ანაზღაურება “ბარსელონაში” 70 მილიონი ევრო იყო. ფრანგულმა გამოცემამ კი გამოთვალა, რომ, მას შემდეგ, რაც “ლა პულგა” “ბარსას” ფეხბურთელი აღარაა, ის დღეში საშუალოდ 100 000 ევროს კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეოს დანაკარგი უკვე ერთ მილიონს შეადგენს.

თავის მხრივ, კატალონიური კლუბი ყველანაირად ცდილობს, მესის ახალი ხელშეკრულება გაუფორმოს, რისთვისაც სახელფასო ფონდის გამოთავისუფლებაა საჭირო. ჟოან ლაპორტამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • KING_BARCA
    schedule 11 ივლ 2021, 19:51

    ნეიმარი კიარარის ფულს გაეტიროს და ადამიანობას გადააბიჯოს, ეს ლიონელ მესია…ეს მეფე ფეხბურთის, და მაგალითი ადამიანობის😉😍

  • Joakim Brodén
    schedule 11 ივლ 2021, 12:25

    ოოო არააა (((((( სამი შვილი ყავს სარჩენი (((((

  • Nika92
    schedule 11 ივლ 2021, 12:14

    ესეთი ფინალის მერე ყველაზე ნაკლებად იმ ფულის დაკარგვა ადარდებს ეხლა ლეოს

  • Moriba
    schedule 11 ივლ 2021, 12:05

    რას ჩივა ამ ფულს გუშინ კოპა ამერიკა მოიგოდა 🖤😃😁👑🇦🇷❤

  • GUGU MSN
    schedule 11 ივლ 2021, 11:59

    ბარემ 1 წლიანს მოაწერე ხელი და მსოფლიოსაც მოიგებ და მერე უსევლე მოაწერე თავისუფალი აგენტის პონტი რაღაცნაირად მოუხდა კოპაზე