workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხვალ სიუტატ ესპორტივაზე პრესეზონი იწყება

ხვალ სიუტატ ესპორტივაზე პრესეზონი იწყება

ხვალ, “სიუტატ ესპორტივაზე” პირველი გუნდის ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შაბათს, პირველი გუნდის 11 ფეხბურთელი (ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, პიანიჩი, დემბელე, პუჩი, ნეტუ, კოუტინიო, რობერტო, ფატი და უმტიტი) ბაზაზე გამოცხადდებიან და მათ, სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, PCR ტესტირებაც ჩაუტარდებათ.

მათ “ბარსა B-დან” 9 ფეხბურთელი შეუერთდებათ (მონჩუ, ილიასი, ხავი, კომასი, რამოს მინგო, ნიკო, ტენასი, კოლიადო და პენია).

პირველი ჯგუფური სავარჯიშო სესია სტარტს ორშაბათს, 12 ივლისს აიღებს. თავდაპირველად, მასში მონაწილეობას ტრავმირებული ტერ შტეგენი, ფატი, დემბელე და კოუტინიო არ მიიღებენ. ისინი გუნდს მათი რეაბილიტაციის კურსის მიხედვით შეუერთდებიან.

ის მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე იღებდნენ, “ბარსელონაში” მოგვიანებით დაბრუნდებიან.

უკვე ცნობილია ორი ამხანაგური მატჩი, რომელსაც რონალდ კუმანის გუნდი პრესეზონის დროს ჩაატარებს. 21 ივლისს, “ბარსა” “ჟიმნასტიკს” დაუპირისპირდება, 28-ში კი – “ჟირონას”. ორივე მატჩს “იოჰან კრუიფი” უმასპინძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • me da barca
    schedule 09 ივლ 2021, 17:55
    #1

    დემბელეს ჩაუტარეთ სამედიცინო შემოწმება, კუნთი ხომ არ აქვს გადაღლილი.